ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს: ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილური განყოფილების სამხედროებმა დააკავეს. 

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ისინი „ესელუნგის“ ორ ფილიალში ნივთების მოპარვას ცდილობდნენ.

პირველი შემთხვევა კვირა დილით, 11:30 საათზე მოხდა ლუკაში: სან კორკოდიოს ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ესელუნგის“ დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა და კარაბინერები გამოიძახა. ჩხრეკის შემდეგ მას ზურგჩანთაში 600 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები აღმოუჩინეს, რომელთა მოპარვასაც ცდილობდა.

მეორე შემთხვევა კი იმავე დღეს, 14:45 საათზე მოხდა პორკარიში, პუჩინის ქუჩაზე მდებარე „ესელუნგის“ მაღაზიაში. 33 წლის ქართველმა მამაკაცმა დაბალი ღირებულების ნივთების საფასური გადაიხადა სალაროში, თუმცა დაცვამ იგი გააჩერა და კარაბინერები გამოიძახა. ახალგაზრდა კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B-ს კბილის ჯაგრისი, რომელთა ღირებულება ჯამში დაახლოებით 300 ევრო იყო.

ჩამორთმეული ნივთები, რომელთა მოპარვასაც ისინი ცდილობდნენ, მაღაზიებს დაუბრუნეს.

სამართალდამცველთა ცნობით, ორივე მამაკაცი უსახლკაროა და მათზე პოლიციაში უკვე არსებობდა დოსიე საკუთრების ხელყოფის დანაშაულთან დაკავშირებით.

იურიდიული ფორმალობის დასრულების შემდეგ დაკავებულები თავდაპირველად კარაბინერების და კომპანია Viareggio-ს დაცვის ოთახებში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი ლუკას სასამართლომ მათი დაპატიმრების ორდერი გასცა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close