რჩევებიშეუცნობელი

რეტროგრადულმა სატურნმა კარმული ვალების გასტუმრების და სიცხადის „სეზონი“ გახსნა – გაითვალისწინეთ რჩევები

29 ივნისს პლანეტა სატურნმა რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო, რომელიც 15 ნოემბერს დასრულდება. ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდში დაშვებული ყველა შეცდომა ხელშესახებია, არასწორი გათვლები აშკარაა, ცრუ დაპირებები და ილუზიები საპნის ბუშტით სკდება. ეს დრო კარმული ვალების დაფარვას ემსახურება. რეტროგრადული სატურნი თითოეულ ადამიანს ავალდებულებს, საკუთარ შეცდომებზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს, გულწრფელი იყოს, უარი თქვას ილუზიებსა და ცრუ მოლოდინებზე და ცხოვრებას უფრო რეალისტურად შეხედოს. 

ამავდროულად, სატურნი ძალას და შემართებას გვაძლევს, რომ განვითარებასა და საჭირო ცვლილებებზე ვიზრუნოთ, ნამდვილი მოწოდება ვიპოვოთ და სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება შევძლოთ. ამ პერიოდში, ასევე, შესაძლებელია ყველა ის ურთიერთობა, რომელსაც ბზარი გაუჩნდა, საბოლოოდ დასრულდეს.

2024 წელს რეტროგრადული სატურნი თევზების ნიშანში იქნება. ეს ზოდიაქოს ნიშანი კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია, აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ემოციური ფონი უფრო გამძაფრდეს. რეტროგრადული სატურნი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევს და იმასაც გვასწავლის, რომ არა მარტო სხვებზე, საკუთარ თავზე ზრუნვაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

რეტროგრადული სატურნი ზოდიაქოს ყველა ნიშანზე ახდენს როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენას, თუმცა, ასტროლოგების თქმით, არსებობს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც ამ გავლენას უფრო მძაფრად იგრძნობენ. ესენია: თხის რქა, მერწყული და ვერძი.

რეტროგრადული სატურნის პერიოდი უპრობლემოდ რომ გაიაროთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

  • უფრო ყურადღებით იყავით ფინანსებთან დაკავშირებით და თქვენი ბიუჯეტი გონივრულად, ფრთხილად დაგეგმეთ, რადგანაც რეტროგრადული სატურნის პერიოდში ფინანსური წინსვლა შედარებით ფერხდება და არსებული სახსრები ისე შემოგადნებათ ხელში, ვერც გაიგებთ.
  • ამ პერიოდში დაუმთავრებელი საქმეების დასრულების შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ. აგრეთვე,  კარგი დროა ძველი კონფლიქტების და არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად.
  • მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. დაისვენეთ, განიტვირთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები აღარ გეყოფათ და ვეღარაფერს მოაბამთ თავს ხეირიანად.
  • თქვენი საქმეები რეალისტურად დაგეგმეთ, თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად, თუ საჭიროა, ნურც ცვლილებებს შეუშინდებით.
  • მოთმინებით აღიჭურვეთ, მეტი პატივისცემა და სითბო გამოიჩინეთ უფროსი თაობის – მშობლების, მეგობრების და ა. შ. მიმართ, სათანადოდ დაგიფასდებათ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close