ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 ივლისი
ეს კვირა საოცრად ქარიზმატული იქნება. ბედი თავისთავად შეგახვედრებთ მომხიბვლელ ადამიანებს, რომლებიც იშვიათი იუმორის გრძნობითა და ოპტიმიზმით არიან დაჯილდოებულები, მაგრამ ეს არ არის მთავარი! მთავარი ის არის, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრისთვის საგრძნობლად გაიზრდება ლამაზი რომანის დაწყების შანსი და სასიყვარულო თავგადასავლები, არსებული ურთიერთობა კი უფრო მრავალფეროვანი გახდება. მთელი პროფესიული თვალსაზრისით, მოსალოდნელია ახალი სამსახურის გამოჩენა და შემოსავლების გაზრდა.
თუ ინტიმურ ურთიერთობებს მეგობრულით არ შეცვლით, სერიოზული განხეთქილება არ აგცდებათ. გრძნობის შესაძლო მინავლების გამო კი გულს ნუ გაიტეხთ – ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი წარმავალია. ხოლო თუ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს შორს დაუწყებთ ძებნას, კრიმინალური ისტორიის გმირობაც არ აგცდებათ. და საერთოდაც, ახლა აქცენტს სიყვარულზე ნუ გააკეთებთ, ამას ფულზე, მოგზაურობაზე, ბოლოს და ბოლოს, მივლინებაში წასვლაზე ფიქრი გერჩიოთ. პარასკევიდან მომქანცველი ღონისძიებები ერთმანეთს გადაებმება. მოთმინებით აღიჭურვეთ. ახლო გარემოცვას კი მაქსიმალურად უფრთხილდით, რადგან თქვენს სიკეთესა და გულისხმიერებას ისინი მხოლოდ ანგარების მიზნით თუ გამოიყენებენ.
სასიკეთო დღეები: 1, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
კურო
ამ კვირაში ამბიციები მაინც უნდა მოთოკოთ. მეგობრები პრობლემებს მოგახვევენ თავს, მაგრამ თქვენი მონდომება საშუალებას მოგცემთ, წარმატებით მოაგვაროთ ეს პრობლემები. ორშაბათსა და სამშაბათს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, ნუ იჩქარებთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ შეგეშინდებათ აზრის შეცვლა და უარის თქმა. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ფულთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ. შეეცადეთ, ობიექტურად მიიღოთ კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისა და მეგობრებისგან. კვირის ბოლოს ჯობს, შინ დარჩეთ და ოჯახს მიხედოთ. ამ დღეებში სიძუნწის გამოჩენა მხოლოდ ზიანს თუ მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 2, 6.
არასასიკეთო დღე: 5.
ტყუპი
ამ კვირის დასაწყისში შეეცდებიან ინტრიგებში ჩაგითრიონ. თანაც, საბოლოოდ, ამ ინტრიგების მსხვერპლის კი არა, ენატანიას როლში გამოხვალთ, რაც სერიოზულ მტერს გაგიჩენთ. ხუთშაბათი ოპტიმიზმის საფუძველს მოგცემთ და საქმის საკეთებლად განგაწყობთ, თუმცა პარასკევს ისევ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ახალ, თანაც სასიყვარულო ინტრიგებში ჩათრევა დაგემუქრებათ. ამასთან, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შაბათ-კვირას ყველაზე აქტუალური ფინანსური პრობლემები იქნება.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 4.
ამ კვირაში თქვენთვის საკუთარი უნარ-შესაძლებლობების გადაფასების პერიოდი იწყება. უახლოეს გარემოცვაში გამოგიჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი უანგარობით ბოროტად ისარგებლებენ, კომპლიმენტებით აგავსებენ, ფულს დაგტყუებენ და… ნახვამდის! ოთხშაბათ-ხუთშაბათს მთვარე თქვენი საიდუმლოებების გამოაშკარავებაზე „იზრუნებს“ და გულახდილობისთვის განგაწყობთ. თუმცა ჯობს, ენას კბილი მაგრად დააჭიროთ, რადგან ჭორების გმირად გადაქცევა არ აგცდებათ. კვირის ბოლოს თქვენში შესაძლოა სრულიად ახალმა შესაძლებლობებმა მოულოდნელად გაიღვიძოს. უბრალოდ, ეცადეთ, ამ დროისთვის მკვეთრად არ შეცვალოთ თქვენი სამუშაო ან სოციალური წრე.
სასიკეთო დღეები: 2, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში დინებას მიჰყევით. მაშინაც კი, თუ ეს დინება ზედმეტად ბობოქარი მოგეჩვენებათ, მკვეთრ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ. შესაძლოა ახალი საქმე შემოგთავაზონ, რომელიც ერთი შეხედვით მთლად სარფიანი არ მოგეჩვენებათ, თუმცა უარის თქმას მაინც არ გირჩევთ, რადგან ანაზღაურება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მეგობრობას შემოგთავაზებენ. მოგვიანებით კი შესაძლოა სიტყვა სასიყვარულო ურთიერთობაზეც გადაგიკრან. თუ ასე მოხდა, ჯობს, ჯერჯერობით თავი მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასვენების დღეებში ინტიმურ პარტნიორთან განმარტოებას ნაცვლად დრო ხალხმრავალ კომპანიაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში სიყვარულში გაგიმართლებთ, განსაკუთრებით მარტოხელა ქალწულებს. ასევე შესაძლებელია, ახალი საქმიანი კონტაქტები შეიძინოთ და საინტერესო პროფესიული შემოთავაზებები მიიღოთ. საქმეები წარმატებით მოგვარდება, თუ მეტისმეტად პრინციპული არ იქნებით და კოლეგებს არ გააკრიტიკებთ. დაგეგმვის უნარი დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ ყველაფერი. სამაგიეროდ თქვენი ფულადი დანაზოგი ხელში ისე ჩაგადნებათ, გონს მოსვლასაც კი ვერ მოასწრებთ. ოთხშაბათი და ხუთშაბათი სასიამოვნო ამბებისა და განცდების დღეები იქნება. შაბათ-კვირა ჯობს საოჯახო საქმეების კეთებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 1, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, რომ გარემოებებმა ვერაფრით გმართონ და ყველაფერი თქვენს ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული, ოღონდ კარგი იქნება, თუ ეს სურვილები მორალისა და ზნეობის ფარგლებს არ გასცილდება და ვინმეს ზიანს არ მიაყენებს. საქმეების დაგეგმვისას მათი უმეტესობა ხუთშაბათსა და პარასკევისთვის მონიშნეთ. სარისკო საქმიანობას ერიდეთ. დასვენების დღეებში ზაფხულის სურნელით გაჯერებულ ქუჩებში ხეტიალსა და საკუთარი სასიყვარულო ვნებების მსხვერპლის ძებნას შინ ჯდომა და საკუთარ თავში ჩაღრმავება გერჩიოთ.
სასიკეთო დღეები: 3, 4.
არასასიკეთო დღე: 7.
ეს კვირა მუდმივად არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, თუმცა მოძალებული პესიმიზმის გამო სწორ არჩევანს მაინც ვერაფრით გააკეთებთ. გულს ნუ გაიტეხთ და ხელს ნუ ჩაიქნევთ. ამჯერად თუ არა, მომავალში მაინც უთუოდ გაგიმართლებთ. პარასკევს სერიოზული საქმე გამოგიჩნდებათ. თუმცა როგორც ჩანს, მას ხელს ანაზღაურებისთვის კი არა, იმ ადამიანთან დასაახლოებლად უფრო მოჰკიდებთ, რომლისკენაც დიდი ხანია გულმოდგინედ მიისწრაფვით. თუ თქვენი სიყვარულის საიდუმლო ობიექტის გულის მოგება გსურთ, კიდევ ერთხელ გაისარჯეთ, გარს დიდი კომპანია შემოიკრიბეთ და მის გართობა-დროსტარებაზე ზრუნვაც მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
ყველა, ვისაც ამ კვირაში დახმარებას გაუწევთ, მომავალში მხოლოდ უმადურობით თუ გიპასუხებთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყოველი მეორე შემხვედრის მფარველობასა და გზაზე დაყენების მცდელობას შეეშვებით. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურში კოლეგებთან ან ახალ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობას, ისინი საინტერესო იდეებს მოგაწვდიან და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნიან. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. პარალელურად, გადამეტებულ ფანტაზიორობასაც მოჰყვებით, თუმცა, თქვენდა გასაკვირად, ეს ყველაფერი რეალობად მალე იქცევა. შაბათ-კვირას ეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 6.
მოემზადეთ, ამ კვირაში გამაოგნებელი მოულოდნელობებით „აივსებით“. ქალი თხის რქების ქმრები ან წარმატებას წარმატებაზე მიაღწევენ, ან მიიღებენ დავალებას, რომლის შესრულებაც მათ ოჯახზე სასიკეთოდ აისახება. კარგი იქნება, თუ სადღეისო განსაკუთრებულ საქმეს ხვალისთვის არ გადადებთ. ოღონდ ჭორებს, სარეკლამო აგენტებსა და წვრილ მოვაჭრეებს არაფრით ენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უხარისხო საქონლის ყიდვა, ანდა ვითომ სარფიანი საქმის ძებნაში უმისამართო ხეტიალი არ აგცდებათ. კვირის ბოლო სამი დღის განმავლობაში „დაშტამპულ“ აზროვნებაზე ხელი უნდა აიღოთ, რადგან მიმდინარე საკითხების გადაჭრაც კი თქვენგან მხოლოდ შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 3.
ამ კვირაში ალკოჰოლი ვერც განწყობას აგიმაღლებთ და ვერც ტონუსს მოგიმატებთ. სამაგიეროდ საზოგადოების თვალში ტაკიმასხარად ნამდვილად გამოგიყვანთ. კარგი იქნება, თუ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით კი ქალებს, საკუთარ შიშებზე ლაპარაკით გულს არ გაუწყალებთ. ყველა სერიოზული საქმე ოთხშაბათ-ხუთშაბათისთვის გადადეთ, რადგან ნეპტუნი და ურანი თქვენს ბიოველზე დადებითად სწორედ ამ დღეებში იმოქმედებენ. თუ შაბათ-კვირას მეგობრების წრეში გაატარებთ, ფრიად ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ამ კვირაში განწყობა და მეგობრებთან ურთიერთობა ერთდროულად გამოგიკეთდებათ. სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო განცდები გელით. ფულის ნაკლებობის მიუხედავად, რატომღაც, ფლანგვის ჟინი შემოგიტევთ და მის ალაგმვაში ვერც სხვათა მეგობრული რჩევები დაგეხმარებათ. მიუხედავად ამისა, იქნებ იმდენი მაინც შეძლოთ, რომ ფული ოთხშაბათ-ხუთშაბათს მაინც არ დახარჯოთ. დასვენების დღეებში ინტიმურ გარემოში განმარტოებას გირჩევდით, რადგან დიდ და ხალხმრავალ კომპანიებში სულიერ ტრავმებს ვერაფრით აიცილებთ. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან შეხვედრები, ქალაქგარეთ გასეირნება, მეგობრებთან საინტერესო შეხვედრები გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
თამთა გურული
კომენტარები