ვიდეოსაქართველოსპორტი

„მამარდა“ ცოლს ირთავსო!.. – ვინ არის „უძლეველი მეკარის“ რჩეული და სად იქნება ქორწილი? (ვიდეო)

საქართველო-პორ­ტუ­გა­ლი­ი­ს მატჩი დღეს, თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 საათზე და­ი­წყე­ბა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ესპანური საფეხბურთო კლუბის – „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქორწილისთვის ემზადება. წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია.

24 წლის გიგანტი (199 სმ) გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. ესპანეთის ლა ლიგის „ვალენსიაში“ გიორგი 28-ნომრიანი მაისურით გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის წინააღმდეგ მან გამორჩეული მატჩი ჩაატარა და   ჩემპიონატის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

წინ გადამწყვეტი თამაშია პორტუგალიასთან, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და თან, როგორც გაირკვა, მისი ლიდერი და კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება… „ჯვაროსნები“ მზად არიან, იბრძოლონ და ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შემატონ. „ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – დაწერა გიორგიმ ჩეხეთთან  მოპოვებულ ქულის შემდეგ.

„მამარდას“ მთავარი გულშემატკივარი მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს ტიკ-ტოკზე.

წყვილი ესპანეთში ცხოვრობს და ქორწილს, სავარაუდოდ, საქართველოში გადაიხდის.  გიორგი სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ამბობს, რომ უმშვენიერესი მოდელი მისი აღმოჩენაა და ყოველთვის მის გვერდითაა.

გიორგი მამარდაშვილი გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარობდა, სადაც თავის რჩეულზე ისაუბრა.

„სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს, სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიას“ ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გვხვდება, რომლის ღირებულება მარტში 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონ ევროს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ მამარდაშვილი დასახელდა. მან ჩეხეთთან შეხვედრაში 11 მოგერიება შეასრულა და „უძლეველი მეკარის“ სტატუსიც სამართლიანად დაიმსახურა.

პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა 26 ივნისს თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე დაიწყება და ჩვენს გუნდს ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის და­საძ­ლე­ვად გა­მარ­ჯვე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

გამარჯვება, ბიჭებო!

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close