ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

რომში, საერთო საპირფარეშოში ბელარუსი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ რომში საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებულს ბინათმესაკუთრეთა საერთო საპირფარეშოში ბელარუსი ტურისტის გაუპატიურებაში ედება ბრალი.

„მამაკაცი ქუჩაში ქალის მიმართ აშკარად გამომწვევად იქცეოდა. როგორც კი ქალი თავის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ამხანაგობის საპირფარეშოსკენ გაემართა, სადაც მას მოულოდნელად შეუერთდა 32 წლის მამაკაცი, რომელიც იმ წუთამდე მისდევდა. შეშინებული და უმწეო ახალგაზრდა ქალი თავდამსხმელის მხრიდან სიტყვიერ მუქარის შემდეგ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე გამომძიებლებმა ჩაატარეს ინტენსიური გამოძიება, რომლის დროსაც მათ ნახეს ამხანაგობის ვიდეოთვალთვალის სისტემის სურათები. ამგვარად, პოლიციამ დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება შეძლო“, – წერს იტალიური მედია.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close