საქართველოსპორტი

ჩეხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი

EURO 2024-ზე ჩვენი გუნდის მეორე შეხვედრა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 22 ივნისს, 17:00 სთ-ზე დაიწყება

UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს მართავს, რომელიც 14 ივნისს გაიხსნა მიუნხენის  „ალიანც-არენაზე“ და ერთი თვე – 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირს გერმანიის 10 ქალაქი მასპინძლობს. ევროპის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში 24 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა შორის, მოგეხსენებათ, ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებიც არის. სულ 51 შეხვედრა გაიმართება: 36 – ჯგუფურ ეტაპზე, 15 კი – პლეი-ოფში (8 მერვედფინალი, 4 მეოთხედფინალი, 2 ნახევარფინალი და ფინალი). ფინალურ მატჩს 14 ივლისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს და ამით ჩემპიონატი დაიხურება. სულ რაღაც 12-დღიანი შესვენების შემდეგ კი ისევ სპორტული ციებ-ცხელება გველოდება – 26 ივლისს პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშები დაიწყება. 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა EURO 2024-ზე პირველი შეხვედრა 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, თუმცა, როგორც ვწერდით, მარცხის მიუხედავად ტურნირის დებიუტანტმა დიდი სიმპათია დაიმსახურა.

ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრას დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება €187.9 მილიონ ევროს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის EURO 2024-ის გუნდებს შორის მე-18 პოზიციაზეა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მისი გუნდი €161.05 მილიონად არის შეფასებული და ამავე სიაში მე-20 ადგილს იკავებს.

ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა („ნაპოლი“), რომლის საბაზრო ფასი 80 მილიონი ევროა (თუმცა CIES Football Observatory მას 98,3 მლნ ევროდ აფასებს და, როგორც იტალიური და ფრანგული სპორტული მედიაგამოცემები ირწმუნებიან, „პსჟ“-ც მზადაა, მასში 100 მლნ ევრო გადაიხადოს). ჩეხეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი გუნდის კაპიტანი ტომაშ სოუჩეკია („ვესტ ჰემი“), რომლის ღირებულებაც 30 მლნ ევროს შეადგენს.

ჩეხეთის ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი: 

ტომაშ სოუჩეკი – €30 მილიონი

პატრიკ შიკი – €22 მილიონი

ადამ ჰლოჟეკი – €12 მილიონი

მარტინ ვიტიკი – €12 მილიონი

ლადისლავ კრეიჩი – €10 მილიონი

ვლადიმირ ცოუფალი – €8 მილიონი

დავიდ იურასეკი – €8 მილიონი

მატეი იურასეკი – €8 მილიონი

ვაცლავ ჩერნი – €7 მილიონი

მატეი კოვარი – €7 მილიონი

საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი: 

ხვიჩა კვარაცხელია – €80 მილიონი

გიორგი მამარდაშვილი – €35 მილიონი

გიორგი მიქაუტაძე – €15 მილიონი

ოთარ კიტეიშვილი – €5 მილიონი

საბა ლობჟანიძე – €3 მილიონი

ზურიკო დავითაშვილი – €3 მილიონი

გიორგი ჩაკვეტაძე – €2.5 მილიონი

გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი

გაბრიელ სიგუა – €2.5 მილიონი

გიორგი ქვილითაია – €1.6 მილიონი

nostal.ge დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი ბიჭების საბაზრო ღირებულება გაიზრდება.

წარმატება ვუსურვოთ „ჯვაროსნებს“ ჩეხეთთან მატჩში!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close