მოგზაურობარჩევები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგეთ

რა საიდუმლო ადგილებს არ იგონებენ ტურისტები დოკუმენტების შესანახად, მაგრამ საზღვარგარეთ პასპორტებს მაინც რეგულარულად კარგავენ.

თუ ყველგან მოძებნეთ, ყველაფერი შეამოწმეთ და პასპორტი არსად არის, პანიკის გარეშე, მშვიდად, მაგრამ ოპერატიულად იმოქმედეთ. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგეთ?

პირველ რიგში, პოლიციის უახლოეს განყოფილებას ეწვიეთ და დაწერეთ განცხადება პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დოკუმენტის დაკარგვის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა აიღოთ. თუ არ ფლობთ იმ ქვენის ენას, სადაც იმყოფებით, შეეცადეთ ვითარება Google Translate-ის მეშვეობით აუხსნათ.

შემდეგ თქვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს მიმართეთ. მიიღეთ დასაბრუნებელი მოწმობა ან ჩააბარეთ დოკუმენტები ახალი პასპორტის მისაღებად (თუ საზღვარგარეთ დიდი ხნით იმყოფებით ან, მაგალითად, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადახვედით. ჩვეულებრივ, პასპორტს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში უნდა ელოდოთ. საკონსულოში ყველა დეტალს გაცნობებენ. არსებობს მეორე გზაც – ონლაინ განაცხადის გაკეთება, ამ შემთხვევაში პასპორტს გაცილებით ადრე მიიღებთ – იხ. სტატია: რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში).

რა არის დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) მოწმობა

ეს არის დროებითი დოკუმენტი, რომელიც დაკარგული ან ვადაგასული საზღვარგარეთის პასპორტის სანაცვლოდ გაიცემა. მოწმობა უფლებას გაძლევთ, დარჩეთ იმ ქვეყანის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებით, ასევე საშუალებას გაძლევთ, დაბრუნდეთ სამშობლოში. ინფორმაცია სხვა ქვეყნების გავლით იძულებითი ტრანზიტის შესახებ უმჯობესია საკონსულოს თანამშრომლებთან დააზუსტოთ. მოწმობა მოქმედებს გაფორმებიდან არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში სახლში გამგზავრება უნდა მოასწროთ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნდა მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, ჩააბაროთ მოწმობა და ახალი პასპორტი აიღოთ.

რა არის საჭირო დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად:

პოლიციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პასპორტის მოპარვის ან დაკარგვის ფაქტს.

სასურველია – შიდა პასპორტი (პირადობის მოწმობა)  ან თქვენი პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ თქვენს პასპორტთან ერთად ყველა სხვა დოკუმენტიც დაიკარგა, რამდენიმე ადამიანის პოვნა მოგიწევთ, რომლებიც მზად არიან, დარწმუნებით განაცხადონ, რომ თქვენ – თქვენ ხართ. ასეთი „მოწმეების“ პოვნა შეგიძლიათ სასტუმროში ტურისტებს შორის ან უშუალოდ საელჩოში. არსებობს კიდევ ერთი საშუალება: საკონსულოს შეუძლია ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თქვენი ვინაობის დადგენის მიზნით, მაგრამ პასუხის მისაღებად 30 დღემდე ლოდინი მოგიწევთ.

განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ. ფორმის მიღება შესაძლებელია საკონსულოში.

ორი ფერადი ან შავ-თეთრი 3,5×4,5 სმ ზომის ღია ფონზე გადაღებული ფოტოსურათი.

დაკარგული პასპორტის ასლი, შიდა პასპორტის ასლი (თუ ორიგინალი არ გაქვთ), მართვის მოწმობა – ეს ყველაფერი არ შედის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სიაში, მაგრამ საბუთის გაფორმებას გაამარტივებს.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულების მოქმედი ტარიფების შესაბამისად) ან გადახდისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტის ორიგინალი.

რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვისთვის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად?

დაბადების მოწმობა (ორიგინალი) ან პირადობის მოწმობა 14 წლის და უფროსი ასაკის ბავშვისთვის. თუ 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვს პირადობის მოწმობა  თან არ აქვს, პირადობისა და მოქალაქეობის დადასტურების პროცედურის გავლაც მოგიწევთ.

მშობლის საზღვარგარეთის პასპორტი.

განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად.

ბავშვისა და მშობლის 3,5 × 4,5 სმ ზომის ორი ფოტოსურათი.

რამდენ ხანს უნდა ელოდოთ დასაბრუნებელ მოწმობას?

ზემოხსენებული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, მოწმობა, ჩვეულებრივ, იმავე დღეს გაიცემა, ყველა დოკუმენტის წარდგენის დღიდან – მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ უნდა გაფრინდეთ სახლში დასაბრუნებელი მოწმობით?

აეროპორტში რეგისტრაციის დახლთან საზღვარგარეთის პასპორტით გელოდებიან, ამიტომ წინასწარ დაუკავშირდით ავიაკომპანიას და შექმნილი ვითარების შესახებ აცნობეთ. გირჩევთ, აეროპორტში წინასწარ მიხვიდეთ, რადგან ავიაკომპანიის თანამშრომლებს შესაძლოა დამატებითი კითხვები გაუჩნდეთ თქვენ მიმართ.

მომზადება შესაძლო ფორს-მაჟორისთვის: რა უნდა გააკეთოთ მგზავრობამდე?

რა თქმა უნდა, პასპორტს უნდა გაუფრთხილდეთ და არ დაკარგოთ და იმედია, მაგრამ მგზავრობამდე მაინც ჯობია, თავი დაიზღვიოთ. შესაძლო ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მზად რომ იყოთ და პრობლემა უფრო სწრაფად მოგვარდეს, მოგზაურობამდე:

გაიგეთ და ჩაიწერეთ მისამართები, ტელეფონის ნომრები, აგრეთვე, დანიშნულების ქვეყანაში (ან უახლოეს ქვეყანაში) თქვენი სამშობლოს საელჩოს ან საკონსულოს სამუშაო გრაფიკი.

დაასკანერეთ თქვენი შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი – მათ შორის, მოქმედი ვიზების გვერდები. არ დაგავიწყდეთ მართვის მოწმობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის შესახებ. ეს ყველაფერი გაგზავნეთ საკუთარ და თქვენი ახლობლის ელ. ფოსტაზე. დარწმუნდით, რომ პაროლი გახსოვთ და თქვენს ფოსტაში შესვლას სხვისი მოწყობილობიდანაც შეძლებთ. დაბეჭდეთ და მოათავსეთ პასპორტების ასლები თქვენი ხელბარგისა და ბარგის სხვადასხვა ადგილზე. ფრენის შემდეგ გადაიღეთ საზღვრის კვეთის შტამპი ან შესასვლელი ვიზა და თქვენს ფოსტაზე გადაგზავნეთ.

მოგზაურობაში წასვლამდე გადაიღეთ 3,5 × 4,5 სმ ზომის რამდენიმე ფოტო, რომ შემდეგ ფოტოსტუდიის ძებნა არ მოგიწიოთ.

თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი, შიდა პასპორტი (პირადობის მოწმობა) და მართვის მოწმობა სხვადასხვა ჩანთაში მოათავსეთ (იმისათვის, რომ ერთი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში სხვა დანარჩენიც არ დაკარგოთ).

წყარო

მსგავს თემაზე: რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close