ჯანმრთელობარჩევები

პოპულარული სასმელები, რომელთა დალევამ ბავშვი შესაძლოა შოკურ მდგომარეობამდე მიიყვანოს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

რატომ შეიძლება იყოს სახიფათო ყინულოვანი სასმელი ბავშვებისთვის? – ამ საკითხით ბრიტანული მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთი კვირის განმავლობაში ორი არასრულწლოვანი, უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს სასმელები საქართველოშიც პოპულარულია და ხშირად გვხვდება საბავშვო სივრცეებსა და გასართობ პარკებში.

ირკვევა, რომ დაფქული ყინულის სასმელები შეიცავს გლიცეროლის დანამატს, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა ბავშვებს.

ბრიტანეთის მარეგულირებელმა უკვე გამოსცა მითითება, არ შეიძინონ ბავშვებისთვის ეს სასმელი, განსაკუთრებით საუბარია 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე. გლიცეროლი, ანუ E422, სასმელს აძლევს სასურველ ეფექტს, ინარჩუნებს მის კონსისტენციას და მოქმედებს, როგორც უშაქრო დამატკბობელი.

ტოქსიკურობის მიუხედავად ის განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის მოზრდილებს, თუმცა უმცროსი ასაკის ბავშვებს რაც შეეხეა, სპეციალისტების თქმით, მათი სხეულის წონა გაცილებით მცირეა, რის გამოც გლიცეროლის ამ სახით მიღებამ შესაძლოა გადაუდებელი დახმარების საჭიროება წარმოქმნას.

ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოები ამტკიცებენ, რომ გლიცეროლით ინტოქსიკაციის ყველაზე მაღალი რისკი მოდის 4 წლამდე ბავშვებში, რომლებიც სწრაფად მოიხმარენ E422-ით დატვირთულ სასმელებს.

გლიცეროლით ინტოქსიკაციის მსუბუქი ნიშნებია ღებინება და თავის ტკივილი, თუმცა მას შეუძლია ადამიანი შოკშიც ჩააგდოს, რა დროსაც სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს აწვდის სხეულს, უკმარისობას იწყებს და სასიცოცხლო ორგანოებს ფუნქციონირების უნარს ართმევს“, – წერს ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close