ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიის პოლიციამ დააკავა 54 წლის დმიტრი ჭირაქაძე, რომელიც 2023 წელს არტიომ უსის იტალიიდან გაქცევასთან უნდა იყოს დაკავშირებული

ჭირაქაძე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში 14 ივნისს დააკავეს

იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავეს შვეიცარიაში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქის, არტიომ უსის იტალიიდან გაქცევის საქმესთან დაკავშირებით.

უსი 2023 წლის მარტში გაიქცა შინაპატიმრობიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებამდე.

იტალიური მედიის თანახმად, დაკავებულია 54 წლის დმიტრი ჭირაქაძე. ის რუსეთის კემეროვოს ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და ვებგვერდისა და საინფორმაციო სისტემის Pravo.ru-ს დამფუძნებელია. გამოძიება მას უწოდებს „შთამბეჭდავი სანადირო ქონების“ მფლობელს კრასნოიარსკში, რომელსაც ასევე სტუმრობდა უფროსი უსი, წერენ Corriere della Sera-და la Repubblica.

მისი დაკავება ბოლო შემობრუნებაა საქმეში, თუ როგორ მოახერხა უსსმა, რუსეთის გავლენიანი ყოფილი გუბერნატორის ვაჟმა, დასხლტომოდა იტალიის ხელისუფლებას და რუსეთში დაბრუნებულიყო.

იტალიელმა პროკურორებმა ადრე მიაკვლიეს ექვს პირს, როგორც უსის გაქცევის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილებს. სამი მათგანი პატიმრობაში იმყოფება იტალიაში, სლოვენიასა და ხორვატიაში. ხორვატიაში დაკავებული ვლადიმერ იოვანჩიჩი აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება. იტალიური მედიის ცნობით, ჭირაქაძე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში 14 ივნისს დააკავეს.

არტიომ უსს, რუს ბიზნესმენსა და კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრ უსის ვაჟს, ექსტრადიცია ემუქრებოდა აშშ-ში – მას ბრალი ედებოდა სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიისა და ვენესუელის ნავთობის კონტრაბანდაში.

უსი დააკავეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს იტალიაში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა და მოსკოვში დაბრუნება.

radiotavisupleba.ge

p. s. (NOSTAL.GE) უმცროსი უსის წინააღმდეგ რუსეთშიც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების ბრალდებით. იტალიაში მისი დაკავების შემდეგ რუსეთის შს სამინისტრომ არტიომ უსზე ძებნა გამოაცხადა, ხოლო მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლომ იგი დაუსწრებლად დააპატიმრა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ უსს პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით შეუცვალეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close