ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

უელსის პრინცესა პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ (ვიდეო)

42 წლის უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი, რომელიც 6 თვეა, საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილა იმის გამო, რომ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას გადის, 15 ივლისს პირველად იხილა ფართო საზოგადოებამ. პრინც უილიამის მეუღლე მონაწილეობდა დროშის გამოტანის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად იმართება. პრინცესა ქეთრინი ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს სასახლის აივნიდან მიესალმა.

წინა დღით, 14 ივნისს პრინცესამ გამოაქვეყნა პოსტი ინსტაგრამზე, სადაც დაწერა, რომ იანვარში მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ  კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ახლა გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაგრამ მისთვის რეკომენდებული მკურნალობა არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

„ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“, – აღნიშნა მან.

ქეითმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას ავადმყოფობის დროს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ გაოცებულია მესიჯების სიმრავლითა და მის მიმართ გამოხატული სითბოთი.

„ამან მართლაც შეცვალა სამყარო ჩემთვის და უილიამისთვის და ნამდვილად დაგვეხმარა ორივეს  რთული პერიოდის გადატანაში”, – დასძინა მან.

პრინცესას თქმით, ისევე როგორც ყველას, ვინც კიბოს მკურნალობის კურსს გადის, მასაც აქვს „კარგი დღეები“ და „ცუდი დღეები”.

„ერთ დღეს თავს სუსტად, დაღლილად გრძნობ და შენს სხეულს დასვენება სჭირდება, მაგრამ მეორე დღეს თავს უფრო ძლიერად გრძნობ და გინდა, რომ მაქსიმალურად გამოიყენო შენი კარგად ყოფნა…

…მოთმინებას ვსწავლობ, განსაკუთრებით გაურკვევლობის პირობებში. ყოველ დღეს ისე ვიღებ, როგორიც არის; ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ, ასე საჭირო დრო გამოვყო განკურნებისთვის“, – დასძინა მან.

კენსინგსტონის სასახლეში, რომელიც უელსის პრინცის და პრინცესას რეზიდენციაა, განაცხადეს, რომ ცერემონიებთან დაკავშირებით კემბრიჯის ჰერცოგინიას მოვალეობების შესრულების სრულად განახლებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close