გერმანია აპირებს კრიმინალის ჩამდენი მიგრანტების დეპორტაციას ავღანეთსა და სირიაში – კანონები მკაცრდება
გერმანიის კანცლერი აპირებს, გაამკაცროს კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებს კრიმინალის ჩამდენი მიგრანტების ისეთ არაუსაფრთხო სტატუსის მქონე ქვეყნებში დეპორტირება, როგორიცაა ავღანეთი და სირია.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მთავრობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, „ეროვნული უსაფრთხოება თავშესაფრის მაძიებელ ცალკეულ პირთა უფლებაზე უპირატესია“.
კანცლერმა აღნიშნა, რომ დეპორტაციების განახლებასთან დაკავშირებით ცხარე დებატები მიმდინარეობს: მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფები მიგრანტების დეპორტაციის წინააღმდეგ გამოდიან, მემარჯვენეები კი ემხრობიან მთავრობის ამ გადაწყვეტილებას.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიციელთა რაოდენობის ზრდა, აგრეთვე, ისლამისტებისა და ანტისემიტებისთვის გერმანულ პასპორტზე უარის თქმა. შოლცი პირობას დებს, რომ ამ კატეგორიის მიგრანტებთან დაკავშირებით „ნულოვანი ტოლერანტობა“ იქნება, როდესაც საქმე მათ დეპორტაციას შეეხება.
კომენტარები