ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ბარსელონაში 33 წლის ქართველი ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა – დაკავებულია მისი ქმარი

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, შესაძლოა ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა

ბარსელონაში 33 წლის ქართველი ქალის გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის მამაკაცია დაკავებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ესპანური მედია წერს, რომ 2 ივნისის ღამეს ქალი ბარსელონის პორტას რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

გარდაცვლილი ქალის მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლის ბინიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ და პოლიცია გამოიძახეს.

ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავდაპირველად გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა მისი საცხოვრებლის აივანზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, შესაძლოა ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.

5 ივნისს ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის მეოთხე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 32 წლის კაცს ცოლის აივნიდან შესაძლო გადმოგდების ბრალდებით.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close