ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან – ტყუილის ხელოვნება

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც შეუძლიათ სიცრუის თქმა ისე, რომ მათ ნათქვამში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია, რადგან ჭკვიანურად იტყუებიან. აი, ისინიც:

ქალწული

ქალწულები მუდამ სრულყოფილებისკენ ილტვიან და სულ რაღაცას სწავლობენ, ინტელექტს იმაღლებენ, ახალ უნარებს იძენენ; კარგი კონცენტრაციის უნარი აქვთ და უმნიშვნელო დეტალების დამახსოვრება და გათვლაც კი შეუძლიათ. ქალწულებს ძლიერი ანალიტიკური გონება დაბადებიდან დაჰყვებათ და თუ ვინმეს მოტყუება განიზრახეს, ყველა წვრილმანს წინასწარ გათვლიან, ამიტომ მათ სიმართლეში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია.

თხის რქა

თხის რქებს სამი შესანიშნავი თვისება ახასიათებთ: სიბრძნე, მოთმინება და გულმოდგინება. ისინი კეთილი ადამიანები არიან, თუმცა, ამასთან, ყველასგან გამოირჩევიან ჭკუით. ისინი მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მონდომებით მიიწევენ წინ. მათ შექება და დითირამბები არ სჭირდებათ და არც ელოდებიან. მათი მთავარი ჯილდო და მოტივაციის მიმცემი არის მორალური გამარჯვება ირგვლივ მყოფებზე. თუ ისინი ტყუილის თქმას გადაწყვეტენ, ამისთვის წინასწარ კარგად მოემზადებიან, წვრილმანი დეტალების გათვლით, თუმცა მახვილი გონების წყალობით „ექსტრემალურ“ სიტუაციაშიც შეუძლიათ წყლიდან მშრალად გამოსვლა.

მერწყული

მერწყული  შემოქმედებითი ინტელექტით გამოირჩევა, ადვილად შეუძლია ამოხსნას თავსატეხები და გადაჭრას პრობლემები, რომლებიც სხვებისთვის დაუძლეველია. მერწყულები, ზოგადად, მშვიდი და ძალზე გაწონასწორებული პიროვნებები არიან, სამუშაო პროცესის და პროფესიული საქმიანობისას ემოციებს განზე გადადებენ ხოლმე. ამასთან, ისინი ძალზე მახვილგონიერებიც არიან. დებატებისას ყოველთვის მთავარზე ამახვილებენ ყურადღებას. თუ მერწყულმა სიცრუის თქმა გადაწყვიტა, გონივრულ ტყუილს მოიფიქრებს, თანაც ამ პროცესს „შემოქმედებითად“ მიუდგება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close