იტალიაპოლიტიკა

იტალიის ყველაზე პატარა სოფლის 46 მაცხოვრებლიდან 30 არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

დედა-შვილი მოწინააღმდეგე ბანაკებში არიან

სოფელ ინგრიაში, რომელიც ტურინიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მწვავე კონკურენტულ გარემოში გაიმართება. საქმე ისაა, რომ მთებში მდებარე ამ პატარა სოფელში 46 მაცხოვრებელია და მათგან 30 არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაციას Corriere Della Sera  ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 42 წლის იგორ დე სანტისი 2009 წლიდან არის ინგრიის მერი. მისი მთავარი კონკურენტი 70 წლის რენატო პოლეტო იყო, თუმცა შემდეგ საარჩევნო მარათონში ჩაერთო მილანის მცხოვრები სტეფანო ვენუტი, რომელსაც მეორე სახლი ინგრიაში აქვს. ამას მოჰყვა პოლეტოს განცხადება, რომ მან მოქმედი მერის, დე სანტისის დედის, მილენა კროსასოს მხარდაჭერა მოიპოვა და გამარჯვების შემთხვევაში მას საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნავს.

ქალაქის მოქმედმა მერმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონში დედამისის ჩართვის მიუხედავად მათ ოჯახში ჰარმონია არ დარღვეულა.

ფოტო: Corriere Della Sera

აღსანიშნავია, რომ იტალიის ყველაზე პატარა სოფელ ინგრიაში სულ 46 ადამიანი ცხოვრობს. ამას გარდა, ხმის მიცემის უფლება კიდევ 26 ადამიანს აქვს, რომლებიც არჩევნებში უცხოეთიდან მიიღებენ მონაწილეობას.

ინგრიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 8-9 ივნისს გაიმართება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close