საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ (lutte contre les ingérences étrangères) კანონპროექტი მიიღო. ტექსტი, რომელიც 22 მაისს განიხილეს, მოიცავს რეესტრის შექმნას, სადაც უცხოური ინტერესების წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სადაზვერვო სამსახურს შეუძლია, უცხოური გავლენების აღმოსაჩენად იმოქმედოს. ამ საკითხმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია მემარცხენეების მხრიდან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა.
დეკლარაციის შევსება ეხება იურისტებსაც და ჟურნალისტებსაც. როგორც სენატორმა ანიეს კანაიემ განაცხადა, დაზვერვის სამსახურთან საუბრისას აღმოაჩინეს, რომ უცხოეთიდან ჩარევა ჟურნალისტების ან იურისტების დახმარებითაც ხდებოდა.
1tv.ge
კომენტარები