სპორტი

ძიუდოში ახალი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს – 20 წლის გიორგი სარდალაშვილმა აბუ-დაბიში ოქროს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ასპარეზობის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი ჩემპიონი გახდა – გიორგი სარდალაშვილმა (60კგ)  ოქროს მედალი მოიპოვა.

20 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ტაიპეის წარმომადგენელი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

მანამდე, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში სარდალაშვილმა იაპონელ ტაიკი ნაკამურას სძლია.

ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 60 კგ-მდე, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ქალთა ამ ორ წონაში წარმომადგენლები არ ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close