ვიდეოხელოვნებასაქართველო

გენიალური „ჩაკრულოს“ უბადლო შესრულება – ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი!

„რანინას“ 12 წლის კონკურსანტის – სანდრო გურგენაძის,  შარშანდელი  „რანინელის“ – ოთო ბაზერაშვილის და „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდის ნამღერმა „ჩაკრულომ“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია – ამ დროისთვის მას სოციალურ ქსელში 1,1 მლნ-ზე მეტი ნახვა, ათასობით გაზიარება და  და 5,7 ათასზე მეტი კომენტარი აქვს.

როგორც „შავნაბადას“ ხელმძღვანელი და „რანინას“ ფოლკლორის ტურის შემოქმედი დავით ცინცაძე ამბობს, ეს არის ფენომენალური, გენიალური შესრულება და მას კოსმოსში გაგზავნილი, აგრეთვე, მარო თარხნიშვილის გუნდის ნამღერი და ვანო მჭედლიშვილის შესრულებული „ჩაკრულოს“ გვერდით აყენებს.

მსმენელები, სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ სწორედ ეს არის ქართველობის ნამდვილი გამოხატულება და გენეტიკური კოდი, რომელიც არასდროს გაქრება!

„ჩაკრულო“ საოცარი სპეციფიკის მქონე კახური სიმღერაა და ამიტომაც მიუჩინა კაცობრიობამ ამ ულამაზეს სიმღერას ადგილი კოსმოსში თანამგზავრზე. შესაბამისად „ჩაკრულოს“ ისეთი შესრულება, როგორც ამ სიმღერას ეკადრება, რჩეულთა ხვედრია. სანდრო გურგენაძემ დღევანდელი თავისი შესრულებით დაამტკიცა, რომ ის ღირსეული გამგრძელებელია იმ ესტაფეტისა, რომელსაც თავის დროზე ჰამლეტ გონაშვილმა, რამინ მიქაბერიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა და ქართული ფოლკლორის სხვა კორიფეებმა ჩაუყარეს საფუძველი. სანდრო გურგენაძემ დღეს შეუძლებელი შეძლო და თავისი შესრულებით ერთ-ერთი ულამაზესი ვარიანტი და რედაქცია დაუტოვა შთამომავლობას ამ სიმღერის. მე ვამაყობ სანდროთი. ქედს ვიხრი და მქუხარე აპლოდისმენტები“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close