რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი? (ვიდეო)
მცენარის მტვრის უხილავმა მარცვალმა შეიძლება უძველესი ყოფის სრული სურათი აღადგინოს და დროში გვამოგზაუროს. გავიგოთ, რა ეცვათ, რით იკვებებოდნენ, რით მკურნალობდნენ ავადმყოფობებს, რა კლიმატურ გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანაში, ათასობით წლის წინ.
მცენარეების მტვრის მარცვლებს და ასევე ყველა სხვა მიკროსკოპულ ორგანიზმს, მწერების ბუსუსები იქნება ეს, ხის მერქნის უჯრედები თუ სხვა რამ, პალინოლოგია სწავლობს – მიკრობოტანიკის დარგი და სწორედ ამ დარგის სპეციალისტების დახმარებას იყენებენ ხოლმე არქეოლოგები კონკრეტული დროის გარემო პირობების აღსადგენად.
პროფესორ ელისო ყვავაძეს, რომელიც ამ პროფესიით წლებია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მისი პალინოლოგიური კვლევები თითქმის ყველა უდიდესი აღმოჩენის ნაწილია, მთელ მსოფლიოში იცნობენ.
ცნობილმა ჰოლანდიელმა პალინოლოგმა ბას ვან გილმა, რომელსაც სამეცნიერო წრეებში არაპალინოლოგიური ნაშთების მამასაც უწოდებენ ხოლმე, ჰოლანდიაში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე ელისო ყვავაძეს „ქსოვილის ბოჭკოს დედა“ უწოდა.
ამ ეპიზოდში ის მტვრის მარცვლის მეხსიერებასა და იმ პალინოლოგიურ აღმოჩენებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველო არაერთხელ მოაქცია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
კომენტარები