საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთი: 10-წლიანი ბინდარობის ნებართვა უკვე ოფიციალურად შევიდა ძალაში

მიმდინარე წლის 3 აპრილიდან 10-წლიანი ბინდარობის უფლება უკვე ოფიციალურად შევიდა ძალაში და შესაძლებელია განაცხადის შეტანა მის მისაღებად. ინფორმაციას ადვოკატი პაატა სიმსივე ავრცელებს.

ახალი კანონის თანახმად, არსებობს 10-წლიანი საბუთის სხვადასხვა კატეგორია. პირველი კატეგორია ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საბერძნეთში უწყვეტად ლეგალურად ცხოვრობენ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. მათ, ვინც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, შეუძლიათ მოითხოვოთ 10-წლიანი საბუთი თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

1. 10 წელი მუდმივად და ლეგალურად ცხოვრობს საბერძნეთში.
2. აქვს დაზღვევა.
3. აქვს ყველა წლიური საშემოსავლო დეკლარაცია (ფოროლოგიკი დილოსები), რომელიც ფარავს გადასავადებლად შეტანილი ადია დიამონის მოქმედების ვადას. მაგალითად, 3-წლიანი ნებართვიდან 10-წლიანზე გადასვლის შემთხვევაში საჭიროა ბოლო 3 წლის საშემოსავლო დეკლარაციები.
4. ცნობა საცხოვრებელი ადგილის/მისამართის შესახებ.

5. ნებისმიერი საბუთი, რომელიც დაადასტურებს განაცხადის წარმდგენი პირის ბერძნულ საზოგადოებაში ინტეგრირებას/სოციალიზაციას. მაგალითად, საბერძნეთის მოქალაქესთან ნათესაური კავშირი, სხვადასხვა საჯარო აქტივობაში მონაწილეობა, საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი ნებისმიერი აქტივობა, ბერძნული ენის სწავლის კურსების წარმატებით გავლა და ა.შ.

ადვოკატის თქმით, ეს ბოლო მოთხოვნა ალბათ ყველაზე რთულად დასაკმაყოფილებელია, რადგან ძალიან ზოგადია, მაგრამ ვისაც აქვს სხვადასხვა დროს აღებული სხვადასხვა სახის სერტიფიკატები/დიპლომები, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდება.

საბერძნეთში 10-წლიანი ბინადრობის ნებართვა ბრუნდება, თუმცა მოთხოვნები ცოტა განსხვავებულია!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close