მიგრაციამსოფლიო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა დაამტკიცა, თუმცა კანონის მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა. ახლა კი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ამოქმედებას შეძლებენ.

კანონი ადგილობრივ პოლიციას საშუალებას მისცემს, დააკავონ და ბრალი წაუყენონ მათ, ვინც ეჭვმიტანილია მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

კანონის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო ნებისმიერ ადგილას გააჩერონ და დააკავონ ნებისმიერი ეჭვმიტანილი, გარდა სკოლების, ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ღვთისმსახურების ადგილებისა.

დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს 2 000 დოლარამდე ჯარიმა ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული პირის კრიმინალურ ისტორიაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close