მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გაყინა ტეხასის ახალი მკაცრი საიმიგრაციო კანონი, რომელიც მიგრანტების დაკავებას და სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მორატორიუმი ტეხასის საიმიგრაციო კანონზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია – საქმე, რომელსაც ყურადღებით ადევნებენ თვალს აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს კანონი საშუალებას მისცემს ტეხასის ჩინოვნიკებს, დააკავონ და სამართლებრივი დევნა დაიწყონ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც, მათი აზრით, ქვეყანაში არალეგალურად შევიდა, რაც, კანონით, ფედერალური უფლებამოსილებაა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ტეხასის ახალ საიმიგრაციო კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.

ტეხასის ახალი საიმიგრაციო კანონი რამდენიმე საათით შევიდა ძალაში სამშაბათს, 20 მარტს მოსამართლეებს შორის იურიდიული „გაწევ-გამოწევის“ დროს.

აღნიშნული კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა დაამტკიცა, თუმცა მისი მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა, შემდეგ კი უზენაესი სასამართლომ კანონის ამოქმედება დაუშვა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კანონის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის გაყინვის თაობაზე საბოლოოა სასამართლო დადგენილებების რიგითობაში, რომელიც მის ბედს წყვეტს.

თუ კანონი ისევ შევა ძალაში, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმაში, თუ როგორ ხორციელდება საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულება, რამდენადაც მოსამართლეებმა ადრე დაადგინეს, რომ მხოლოდ ფედერალურ სასამართლოს შეუძლია ქვეყანაში საიმიგრაციო კანონების დაცვის უზრუნველყოფა და არა აშშ-ის ცალკეულ შტატებს.

აშშ-ის საზღვრის უკანონო გადაკვეთა უკვე არის ფედერალური დანაშაული, თუმცა დარღვევებს, ჩვეულებრივ, საიმიგრაციო სასამართლო სისტემა განიხილავს, როგორც სამოქალაქო საქმეებს.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღება, რომელიც მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close