მოგზაურობამსოფლიო

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. „ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის დღეების საკითხი, როდესაც ძალაში შევა – 30 დღე უწყვეტად, ერთი შესვლის განმავლობაში. იგივე რეჟიმი ჩვენ გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის”, – განმარტა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველომ 2023 წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა.

2023 წლის დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის ერთჯერადი ვიზა 45 ლარი ღირდა, ორჯერადი – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი – 135 ლარი, ხოლო ორწლიანი მრავალჯერადი – 135 ლარი.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close