მოგზაურობაიტალია

ნეაპოლის აეროპორტში საცობების მოსახსნელად ივლისში ახალი სამგზავრო აეროპორტი გაიხსნება

ივლისში იტალიაში, ამალფის სანაპიროზე ახალი სამგზავრო აეროპორტი გაიხსნება – Salerno Costa d’Amalfi პირველ რეისს 2024 წლის ივლისში მიიღებს. ახალი აეროპორტი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე იქნება ბაზირებული, რომელიც 2016 წელს მთლიანად დაიხურა, ახლა კი ისევ გადაწყვიტეს ამუშავება.

ამჟამად სანაპიროსთან უახლოესი კომერციული აეროპორტი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, არის ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტი. ის ამალფიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და წელიწადში 10 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს. ეს კი აეროპორტში საცობებს იწვევს. სწორედ ამიტომ  იტალიის საავიაციო ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო აეროდრომის ბაზის რეკონსტრუქცია და კომერციული ფრენების განახლება გადაწყვიტა. ეს ტერიტორია ქალაქ სალერნოდან 21 კილომეტრში მდებარეობს.

სალერნოს  აეროპორტიდან ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია (ე. წ. ლოუკოსტერი) Volotea კომერციულ ფრენებს 11 ივლისს დაიწყებს. კომპანიამ უკვე გამოაცხადა ოთხი მიმართულება, რომელიც დააკავშირებს სანაპიროს კალიარისთან, ვერონასა და კატანიასთან იტალიაში და ნანტთან საფრანგეთში. ფრენები ნანტსა და კალიარიში ივლისში დაიწყება, ვერონასა და კატანიაში კი სექტემბრიდან იგეგმება. შემდგომში კი სამარშრუტო ქსელი გაფართოვდება და სხვა ავიაგადამზიდავებსაც მიიზიდავენ.

აეროპორტი გახსნისთვის, ფაქტობრივად, უკვე მზადაა, გაფართოვდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, 2026-27 წლებამდე ახალი ტერმინალის აშენება იგეგმება. განვითარების გეგმის მიხედვით, 2043 წლისთვის ახალი აეროპორტი წელიწადში 6 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close