იტალიელმა ქალმა არარსებული ორსულობები მოიგონა და 5 ბავშვის „გაჩენისა და აღზრდისთვის“ 111 000 ევრო მიითვისა
რომის მცხოვრებმა ქალმა არარსებული ბავშვებისგან 111 ათასი ევრო გამოიმუშავა, წერს გაზეთი la Repubblica. თაღლითობისთვის სასამართლომ ქალს წელიწადი და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც გაირკვა, იტალიელმა ქალმა, რომელიც სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა, შესაბამის სამსახურს 12 ორსულობის მოწმობა გადასცა და ფულადი დახმარება ითხოვა. ქალმა ყველა საბუთი გააყალბა. რა თქმა უნდა, ქალი კოლეგებს და ახლობლებს ეუბნებოდა, რომ ყველა ორსულობა წარმატებული არ იყო და საბოლოოდ, 5 ბავშვი „გააჩინა“.
იტალიელმა პოლიციელებმა გაარკვიეს, რომ რომის სამშობიაროში ამ ბავშვების დაბადების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა. ამავდროულად, ქალი სარგებლობდა „მარადიული“ დეკრეტული შვებულებით, იღებდა დეკრეტულ შეღავათებს ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუტისგან.
primetime.ge
კომენტარები