ვიდეოჰოროსკოპი

მსოფლიოს მნიშვნელოვანი გადატვირთვა იწყება – რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს (ვიდეო)

21 იანვარს დაიწყო პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა. პლუტონი ტრანსფორმაციების ნიშანია, მერწყული კი – ცვლილებების და პროგრესისა და ამ კომბინაციამ შესაძლებელია სერიოზული, მასშტაბური ცვლილებები მოახდინოს საკაცობრიო საკითხებში.  

ისტორიული ფაქტები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც პლუტონი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა. ამ დროს მოხდა ორი მთავარი მოვლენა – ამერიკის რევოლუცია და საფრანგეთის რევოლუცია. ისტორია, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გამეორდება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ტენდენციების მომტანი შეიძლება იყოს ეს ტრანზიტი.

როდესაც პლუტონი ახალ ნიშანში შედის, ყოველთვის მძაფრი და რადიკალური ცვლილებები შემოაქვს, თავდაპირველად ის ანგრევს იმ ნიშნის თემებს, სადაც გადადის და შემდეგ უკვე გასუფთავებულ ადგილას რაღაც ახალს ბადებს.  ამ ცვლილებას ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს.

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა შემდგომში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close