ვიდეომოდა/სილამაზემსოფლიო

პარიზის მოდის კვირეულზე Kidsuper-ის ჩვენება ლეგენდარულმა რონალდინიომ გახსნა, ჩვენება კი განდაგანას მუსიკის ფონზე დაიხურა (ვიდეო)

პარიზში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული 16-21 იანვარს გაიმართა. ისეთ გიგანტებთან ერთად, როგორიცაა: Louis Vuitton, Hermès და Dior – გამოფენაზე ახალი ბრენდებიც გამოჩნდნენ.  

პარიზის მოდის კვირეულზე Kidsuper-მა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია წარმოადგინა. Kidsuper-ის დიზაინერისთვის, ქოლ დინალისთვის, დამახასიათებელი თეატრალურობა და სიმბოლიზმი მოდის ჩვენებას არც ამჯერად აკლდა.

შოუ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ გახსნა, ჩვენება კი განდაგანას მუსიკის ფონზე დაიხურა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by WWD (@wwd)

ვი­დე­ოს ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მა Women’s wear daily (WWD) ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მას 1,8-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავს.

ფეხბურთელების მონაწილეობა მოდის ჩვენებებში დიდი ხანია აღარ არის რაღაც უნიკალური და უპრეცედენტო მოვლენა. ლეგენდარული რონალდინიოს გამოჩენაც პოდიუმზე არავის გაჰკვირვებია, მით უფრო, რომ ამერიკული ბრენდის – KidSuper-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მხატვარი და მუსიკოსი ქოლ დილანი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია და თამაშობდა კიდეც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, როგორც შემტევი ნახევარმცველი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close