ვიდეოარტისტისაქართველო

„ჩემო სიცოცხლე“ – ქეთევან წიკლაურმა მამის, თეიმურაზ წიკლაურის უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა (ვიდეო)

დღეს, 22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა – 78 წლის გახდებოდა. აქამდე  უცნობი სიმღერა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, სწორედ მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმა, ქეთევან წიკლაურმა.

სამწუხაროდ, სიმღერის მხოლოდ აუდიოვერსია არსებობს, ჩანაწერი ქეთევანს მამის მეგობარმა ისრაელიდან მიაწოდა.

„თვითონ სიმღერა მამამ ჩაწერა ისრაელში 90-იან წლებში, შესაძლოა თვითონაც არ ახსოვდა შემდეგ, რომ ეს სიმღერა არსებობდა…

ავტორის გვარიც კი არ ვიცით – რომანი ისრაელიდან.

ვფიქრობ, თემურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ ეს სიმღერა.

დავარქვი „ჩემო სიცოცხლე!’“ – წერს ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close