ვიდეოხელოვნება

„ჰიმნი თავისუფლებას“ ლიზი გოზალიშვილის შესრულებით – ამ სიმღერის „შესრულება დიდი ხანია, მინდოდა… განსაკუთრებული მადლობა ბატონ მამუკა ჩარკვიანს ნდობისთვის!“ (ვიდეო)

მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და ბონის უნივერსიტეტში სწავლობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა „აკუსტიკაში“ მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა – „ჰიმნი თავისუფლებას“ შეასრულა.

„სიმღერის „ჰიმნი თავისუფლებას” შესრულება დიდხანს მინდოდა. განსაკუთრებით მიყვარს, ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იდეის მატარებელია და, შესაბამისად, ჩაწერამდეც, ჩაწერის დროსაც, ძალიან ვნერვიულობდი.

უდიდესი მადლობა ❤️
აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge-ს მთელ გუნდს
✨❤️

განსაკუთრებული მადლობა ბატონ მამუკა ჩარკვიანს ნდობისთვის“, – წერს ლიზი თავის ფეისბუქგვერდზე და ვიდეოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ლიზი გოზალიშვილი გასულ წელს გერმანული „ვოისის“ მონაწილე იყო და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა როგორც თანამემამულეებს შორის, ისე გერმანიაში.

ნუცა ყაველაშვილი

ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს გამოეთიშა, თუმცა გვპირდება, რომ თავს ხშირად შეგვახსენებს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close