Wizz Air-ი ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს
ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს.
ავიაკომპანია აეროპორტს 31 მარტიდან შეცვლის, მანამდე, 30 მარტის ჩათვლით ფრენები ისევ ფიუმიჩინოს აეროპორტში შესრულდება.
Wizz Air-ი ქუთაისიდან ამჟამად იტალიის ორ ქალაქში – რომსა და მილანში დაფრინავს.
ცნობისათვის: რომის ჩამპინოს აეროპორტი (იტ. Aeroporto di Roma-Ciampino) ჯოვანი ბატისტა პასტინეს სახელობისაა (Giovanni Battista Pastine Airport) და მდებარეობს ლაციოს რეგიონში, რომის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სულ რაღაც 15 კმ-ის დაშორებით.
ჩამპინო ერთ-ერთი უძველესი მოქმედი აეროპორტია, რომელიც 1916 წელს გაიხსნა და რომის მთავარი აეროპორტი იყო ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის (ფიუმიჩინო) გახსნამდე (1960 წლის 20 აგვისტო). ამჟამად Ciampino უმეტესად შიდა და ჩარტერულ ფრენებზეა ორიენტირებული და, ძირითადად, დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაკომპანიებს ემსახურება, როგორიცაა:Ryanair, EasyJet და Wizz Air.
ნინო ხოშტარია
კომენტარები