ეკონომიკავიდეოკულტურასაქართველო

CNN-მა ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა (ვიდეო)

ამერიკულმა ტელეკომპანია „სიენენმა“ ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთწუთიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, „სიენენის“ ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე იქნება განთავსებული.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინით ტელეკომპანიის დაინტერესება განაპირობა ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა – „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“, რომელიც „სიენენის“ ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში გადიოდა.

„CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close