
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ დეკემბერში კოვიდ-19-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასულ თვეში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი მოსახლეობას აცრისკენ, სიმპტომების შემთხვევაში – ტესტის გაკეთებისკენ და საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ასევე, რეკომენდაციას აძლევს, ხშირად გაანიავონ დახურული სივრცეები.
კომენტარები