ამერიკას არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია განახორციელოს, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში, ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთი საზღვარი „მდგრადი არ არის“ და ამიტომ ქვეყანას მილიონობით უკანონო მიგრანტი ჰყავს.
შეკითხვას, როგორ გაუმკლავდება პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იმ მიგრანტებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ გველოდება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია. ჩვენ დავაბრუნებთ ყველას იქ, საიდანაც მოვიდნენ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს!“
ექსპრეზიდენტის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლებიდან ამერიკელი მოსწავლეები გაჰყავთ მიგრანტების საჭიროებათა გამო. ამის დასტურად მან ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც საკუთარი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა, რათა შენობაში თითქმის 2000 მიგრანტი დაებინავებინა.
მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის საზღვარი 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკანონოდ. ხოლო ტელეარხი Fox News-ი, აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მექსიკიდან აშშ-ში შესული არალეგალი მიგრანტების რაოდენობამ 302 ათას ადამიანს გადააჭარბა, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია.
sputnik-georgia.com
კომენტარები