იტალია მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პასპორტების 2024 წლის რეიტინგის ლიდერია – რომელ ადგილზეა საქართველო
მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პასპორტების 2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ.
ამ ქვეყნების პასპორტების მფლობელებს მოგზაურობისთვის ყველაზე მოსახერხებელი პირობები აქვთ. ასეთია Henley & Partners-ის ინდექსის ახალი ანგარიში, რომლის შესახებაც ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ 6 ქვეყნის მოქალაქეს 194 სახელმწიფოში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეიტინგში საქართველოც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 121 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა, რაც საკმარისი აღმოჩნდა რეიტინგში 50-ე ადგილისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართული პასპორტი რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფებოდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო ინდექსის გამოთვლის ისტორიაში.
2024 წლის ყველაზე სუსტი პასპორტი კი ავღანეთის მოქალაქეებს აქვთ (104-ე ადგილი), რომლებსაც მხოლოდ 28 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები