კინო/ფილმებიარტისტი

ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის ქართველი მსახიობი დასახელდა

პროგრამას European Shooting Stars „ევროპული კინოს პრომოუშენი“ (EFP – European Film Promotion) ახორციელებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სალომე დემურიას კანდიდატურა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა.

ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული „ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო. სალომე დემურია ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის დასახელდა.

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას სალომე დემურიას თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს, 19 თებერვალს კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ. „ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://www.efp-online.com/news/europeanshootingstars2024

მსგავს თემაზე:

შანხაის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმმა მიიღო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close