შანხაის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმმა მიიღო

აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმს „ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს“ მიანიჭეს. ამავე ფილმში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა. ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფორუმზე 22 ივნისს შედგა. „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის სცენარის ავტორია მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. … Continue reading შანხაის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმმა მიიღო