ნუ გამოიტანთ საკუთარ ცხოვრებას სააშკარაოზე: ნუ გიზიდავთ „ლაიქები“
სოციალურ ქსელებში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებითა და წარმატებებზე საუბრით შეიძლება ცხოვრება დაიზიანოთ.
თანამედროვე სამყაროში მიღებულია საკუთარი ცხოვრების ყველასთვის ჩვენება. ამისთვის სოციალური ქსელები ფართოდ გამოიყენება. ბევრს უკვე ვეღარ წარმოუდგენია ცხოვრება თავის პოსტზე და ფოტოზე „ლაიქების“, თავისი დასვენების, ურთიერთობების, გატაცებების განხილვის გარეშე.
მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ადამიანი ძალიან დააზიანოს.
მოშურნეები
პირველ რიგში, ადამიანებში, ნებსით თუ უნებლიეთ, შურის გრძნობა ჩნდება, როდესაც ხედავენ თქვენს ბედნიერებას. ბევრ შემთხვევაში ეს ადამიანმა შეიძლება ვერც გააცნობიეროს – შურმა, შესაძლოა, ქვეცნობიერში ჩაიბუდოს და ცხადად არ გამოვლინდეს. ზოგადად კი ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად იქებთ თავს თქვენი ურთიერთობებით, წარმატებებით, მით უფრო მეტად შეიძლება შესძულდეთ თქვენს მეგობრებსაც და შემთხვევით ადამიანებსაც.
საკუთარი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა ძალიან საშიშია, რადგან ალბათ არ არსებობს შურზე უფრო ძლიერი გრძნობა.
მოშურნეები დროთა განმავლობაში შეიძლება თქვენს მტრებად გადაიქცნენ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრების, წარმატებების სააშკარაოზე გამოტანით თავს დარტყმის ქვეშ ავტომატურად აყენებთ. კი, ნამდვილად სასიამოვნოა „მოწონება” და აღტაცებული კომენტარები, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, რომ მომავალზეც დაფიქრდეთ.
ბევრმა არ იცის, რომ ინტერნეტში განთავსებულ ფოტოზე შეიძლება ჯადოს გაკეთება ან გათვალვა. ბევრსა აქვს „ცუდი თვალი”, თან ამის შესახებ თვითონ არც იციან. უფრო მეტიც, თუ ვინმეს თქვენთვის ცუდის გაკეთება უნდა, შეუძლია ეს თავადაც გააკეთოს და ამისთვის მაგსა და მჩხიბავს არ მიმართოს.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ფოტოები საერთოდ არ განათავსოთ თქვენს სოციალურ ქსელებში, მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ გყავთ მტრები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, რათა გავნონ და ტკივილი მოგაყენონ, ჯობს არ იაქტიუროთ სოციალურ ქსელებში. ეზოთერიკის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯადოს გაკეთება რთულია, თუ ფოტოზე მარტო არ ხართ, მაგრამ ესეც ბოლომდე ასე არაა, ამიტომ იფრთხილეთ.
გაუფრთხილდით ბავშვებს
ნუ გამოფენთ სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოებს, რადგან ცუდ ადამიანებს თავიანთი ბოროტი აზრებით მათთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე თქვენთვის. ბავშვები ნეგატივისგან დაუცველები არიან. მათი გათვალვა უფრო სწრაფად შეიძლება, ამიტომ ნუ დადებთ მათ ფოტოებს, განსაკუთრებით, თუ პატარა ჯერ 12 წლისაც არაა.
თქვენი ფოტო შეიძლება სხვა ვებგვერდებზე გამოიყენონ
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ პირადი ფოტოები არ გამოაქვეყნოთ. ეცადეთ ძალიან დიდი ყურადღებით შეარჩიოთ ფოტო, ან საერთოდ არ გააკეთოთ ეს. ბოროტმოქმედებს ან მტრებს შეუძლიათ თქვენი ფოტო სხვა რესურსებზე გამოიყენონ, რაც თქვენს ენერგეტიკას დააზიანებს და, ამასთან, შელახავს თქვენს რეპუტაციას.
ფოტოს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლია
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ეზოთერიკასა და ენერგეტიკას არ უკავშირდება: ფოტოს სოციალურ ქსელში შეუძლია ბოროტმოქმედებს ამცნოს, სად იმყოფებით იმ მომენტში, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, სად მუშაობთ, ამჟამად სახლში ხართ თუ არა და ა.შ. ეცადეთ ფოტო მოგვიანებით გამოაქვეყნოთ და დაწვრილებითი ინფორმაცია, მისამართი და ა.შ. არ მიაწეროთ.
-
- ადამიანების დაკვირვება და გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი, რომლებიც თავიანთ თავზე ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ, უფრო ბედნიერი არიან.
გახსოვდეთ, დუმილი ოქროა და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს!
sputnik-georgia.com
კომენტარები