მსოფლიოკრიმინალი

თინეიჯერს, რომელმაც მიჩიგანის სკოლაში 4 მოსწავლე მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

17 წლის ითან კრამბლის, რომელმაც 2021 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში 4 მოსწავლე მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ითან კრამბლიმ, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში 15 წლის იყო, ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ითან კრამბლის შეწყალების მოთხოვნის უფლება არ ექნება.

2021 წლის ნოემბერში ითან კრამბლიმ 4 ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა – შემთხვევამ მთელი ოქსფორდი შეძრა, რომელშიც 22 000 ადამიანი ცხოვრობს.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ ბრალი კრამბლის მშობლებსაც. მათ საქმეს სასამართლო 2024 წელს განიხილავს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close