ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 დეკემბერი

ამ კვირის პირველ დღეებში კლებადი მთვარის პერიოდია, 13 დეკემბერს – ახალი მთვარე, შემდეგ კი მთვარე იზრდება. ახალი მთვარე ცხოვრებაში ცვლილებების დაწყების შანსს გაძლევთ. ამ დღის ენერგია შესანიშნავია მიზნების დასახვისა და თვითანალიზისთვის. შეგიძლიათ შეადგინოთ სამუშაოების სია. ამ დღეს არ ღირს, უარი თქვათ პირველ პაემანსა და უცნობებთან შეხვედრაზე. ახალ ნაცნობს შეუძლია პოზიტიური გამოცდილება შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ.

2023 წლის ერთ-ერთი ბოლო კვირა იქნება ძალიან ნათელი და ამაღელვებელი. ვიღაც ახლა საახალწლო საზრუნავების მორევში ტრიალებს, ვიღაც შეეცდება სწრაფად აღმოფხვრას  ნაკლოვანებები სამსახურში. ასევე იქნებიან ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად იტყვის: „არ მომწონს ეს საახალწლო აურზაური და ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ“. თუ თვლით, რომ ამ ბოლო კატეგორიას მიეკუთვნებით, იცოდეთ, რომ ბევრის დაკარგვას რისკავთ! იმ ბავშვების გაბრწყინებული ღიმილი, რომლებსაც საჩუქრებს ჩუქნით, თქვენ გვერდს „აგივლით“ და არ გექნებათ საშუალება, დაივიწყოთ მიმდინარე საქმეები და სადღესასწაულო წვეულებებზე გაერთოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში უმცირესი მიღწევებით უნდა დაკმაყოფილდეთ, რადგან დიდი მიღწევები ჯერ არ არის მოსალოდნელი. ნაკლები სტრესი გექნებათ და მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენების დროსაც კი გამონახავთ. ოთხშაბათს და პარასკევს ეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ ახალი ნაცნობობის შანსი. შეეცადეთ გააფართოოთ თქვენი საქმიანი კონტაქტები, რადგან მომავალში შესაძლებელია ახალი მომგებიანი ბიზნესპარტნიორობა. კვირის ბოლოს სასურველია არ დაკავდეთ ირგვლივ მყოფების საქმეებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დრო აღარ დაგრჩებათ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. სასიკეთო დღეები: 12, 14. არასასიკეთო დღე: 17.

 

კურო

ამ კვირაში შეეცადეთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ დანებდეთ ემოციებს. ორშაბათს არასასურველია ახალი საქმის წამოწყება, რადგან შეიძლება არ გაგიმართლოთ. სამშაბათს შესაძლოა საქმიან სფეროში დაძაბულობა წარმოიშვას. ერთი მხრივ, მოსალოდნელია მოტყუება, მეორე მხრივ, კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან. პარასკევს სასიხარულო ამბებს გაიგებთ. არ არის გამორიცხული, სახლში სტუმრების გამასპინძლებაც მოგიწიოთ და თავადაც გახალისდებით. ასევე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს პროფესიულ სფეროში. ამ კვირაში თქვენი პირადი ცხოვრებაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა სრულიად მოულოდნელი სიტუაციები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე. იყავით უფრო ტოლერანტული და გამოიჩინეთ სიფრთხილე და თავშეკავება ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით სამსახურში. შაბათ-კვირას საინტერესო შეხვედრა და განუმეორებელი შთაბეჭდილებები გელით.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ბევრი თქვენგანისთვის ამ კვირაში შეიძლება გადაიჭრას პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც უიმედოდ გაქვთ გადადებული  გაურკვეველი დროით. ასევე შეძლებთ მოაგვაროთ თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის არსებული უთანხმოება, რაც საშუალებას მოგცემთ, განმუხტოთ დაძაბულობა, რომელსაც  პროფესიულ ცხოვრებაში განიცდით. მოსალოდნელია, რომ სამშაბათი აქტიურობისა და ახალი საქმიანობის დაწყების დღე იქნება. პარასკევს საინტერესო შეხვედრები გელით. კვირის ბოლოს შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს, რომელიც ამ კვირაში შეგხვდებათ და საკმაოდ ოპტიმისტურად იგრძნობთ თავს. შუა კვირაში ძალიან გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. ხუთშაბათს შეგიძლიათ მათი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ახლა სასურველია გამოიჩინოთ სიფრთხილე და საღი აზრი მომგებიან შემოთავაზებებთან დაკავშირებით; ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ეს კვირა კარგი დროა ზამთრის არდადეგების დასაგეგმად.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ქალწული

ამ კვირაში მოულოდნელი კარგი ამბავი გელოდებათ. სავარაუდოდ, აღფრთოვანებული იქნებით, რადგან შეამჩნევთ გაუმჯობესებას თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში,  განსაკუთრებით პროფესიულ ასპარეზზე.  რთული სიტუაციები არ გამოვა თქვენი კონტროლიდან, მეტიც, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემა თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ. კვირის ბოლოს შეეცადეთ ფრთხილად იყოთ ფინანსებთან დაკავშირებით. ოჯახში სიმშვიდე და პოზიტიური განწყობაა.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ეს კვირა ჩვეულებრივზე მეტად დატვირთული იქნება სასიამოვნო სამუშაო პროცესით და საინტერესო ადამიანებთან აქტიური კომუნიკაციით. თქვენი თანდაყოლილი ხიბლი და იდეების ეფექტურად წარმოჩენის უნარი გარშემო მყოფ ბევრ ადამიანს თქვენს მოკავშირედ და გულშემატკივრად აქცევს. შესაძლოა გარკვეული ხნით ინტერესი დაკარგოთ კარიერული საკითხების მიმართ და ამის ნაცვლად თქვენი პირადი ცხოვრება გახდეს უპირატესი საზრუნავი. ეცადეთ, ასეთი განწყობა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ეს კვირა ხელსაყრელია პროფესიული თვალსაზრისით, ამ დროს ყველა საკითხი მარტივად და სწრაფად მოგვარდება. შაბათ-კვირას მოგიწევთ მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ ახლობლებთან ურთიერთობას.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

ამ კვირაში ბევრ საინტერესო და აზრიან ადამიანს დაუკავშირდებით და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შესაძლოა სამყარო ახლებურად დაინახოთ, იდეები გააცოცხლოთ და თქვენს ცხოვრებაში ძველი სიყვარული დაბრუნდეს. ეს აუცილებლად სასარგებლო პერიოდი იქნება თქვენთვის გამოცდილების მიღების კუთხით. ენდეთ თქვენს ინტუიციას, მოუსმინეთ თქვენს გულს და შეძლებთ დამაბნეველი, აბურდული სიტუაციების დალაგებას და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ნუ გეშინიათ იმისა, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ, ფართოდ გაუღეთ გულის კარი ნამდვილ გრძნობას!

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ქვეცნობიერად შეეცდებით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას. გამართლდება თუ არა ეს სარისკო აქტივობა მიზნის წარმატებით მიღწევით, უცნობია, მაგრამ დაუვიწყარი გამოცდილების კასკადი გარანტირებულია. პარასკევს მოულოდნელი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის მოემზადეთ. შაბათ-კვირას მეტი დრო უნდა დაუთმოთ თვითგანვითარებას. კვირის ბოლოს ოჯახური კამათი აბსტრაქტულ თემებზე შეიძლება არაკონსტრუქციული და ძალიან ემოციური აღმოჩნდეს. საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნეთ და, ამავდროულად, ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით საყვარელი ადამიანების მიმართ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ამ კვირაში სამსახურთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების გამო გართობისა და დასვენებისთვის დრო არ გექნებათ. არ არის გამორიცხული, სამუშაოს გარდა სხვა რამეზე კონცენტრირებაც კი გაგიჭირდეთ, მით უმეტეს, თუ  ვინმეზე ხართ დამოკიდებული. შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ასეთი დამოკიდებულება, მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყავით, საკუთარი თავის და შესაძლებლობებისა გჯეროდეთ. კვირის ბოლოს შესაძლებელია ხანგრძლივი საუბარი მეგობრებთან, ბევრ საკითხს გაარკვევთ და ურთიერთობებში სიცხადეს შეიტანთ. დაგეგმეთ რაიმე უჩვეულო და ორიგინალური შაბათ-კვირისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მერწყული

ეს კვირა თითქოს შექმნილია დუმილის, სიმშვიდისა და საკუთარი თავში ჩაძირვისთვის. ხელსაყრელი პერიოდია სულიერი ზრდისთვის. ჯერ არ გამოიჩინოთ არანაირი ინიციატივა სამსახურში, ხელმძღვანელებთან კონტაქტს მოერიდეთ და ცოტა ხანს მოიცადეთ. შეეცადეთ, ნათლად განსაზღვროთ თქვენი სამუშაო პასუხისმგებლობები. გადაწყვეტილების მიღებამდე დარწმუნდით, რომ კარგად შეისწავლეთ სიტუაცია, რადგან შესაძლებელია ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. შაბათ-კვირას მიეცით საკუთარ თავს მცირე შვებულების უფლება და დაისვენეთ ისე გემრიელად, როგორც გსურთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თევზები

შეეცადეთ დაისახოთ კვირის გეგმები და მკაცრად მიჰყვეთ მათ. მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს, დაღლილობისა და იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ. კრიტიკულად შეხედეთ თქვენს იდეებს, რამდენად რეალისტურია ისინი და შესაძლებელია თუ არა მათი განხორციელება. თუ მოულოდნელად რაიმე პრობლემა შეგექმნათ პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში, არ დანებდეთ და ყველაფერი გააკეთეთ სწორი გამოსავლის მოსაძებნად. იფიქრეთ თქვენს შვილებზე, მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ. ისაუბრეთ გულწრფელად და ღიად, ხისტი გამონათქვამებისა და გაღიზიანების გარეშე, მეტი სითბო და ნდობა გამოიჩინეთ მათ მიმართ და თქვენი სიტყვები უფრო მიაღწევს მიზანს.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close