Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა – ეს არის Pantone 13-1023 Peach Fuzz, ატმისფერი. ამის შესახებ ინფორმაცია ფერის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
გამოთქმა peach fuzz ქართულად ნიშნავს „ბუსუსს“, რბილ ხაოს, რომლითაც ატმის კანია დაფარული.
ინსტიტუტმა ეს ელფერი აღწერა, როგორც „თბილი და მყუდრო“ და ელფერი, რომელიც გარშემო მყოფებთან ერთიანობის მისწრაფებაზე „საუბრობს“. Pantone-ში მიაჩნიათ, რომ ის გემოვნებას, მხედველობას, შეხებასა და ყნოსვას შორის კავშირს ქმნის.
Pantone-ის მიერ შერჩეული წლის ფერი გავლენას ახდენს პროდუქციის შემუშავებაზე და ყიდვის გადაწყვეტილებაზე უამრავ სფეროში – მოდის, სახლისთვის საჭირო ავეჯის და სამრეწველო დიზაინის, აგრეთვე, პროდუქტების შეფუთვისა და გრაფიკული დიზაინის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ფერის ამერიკული ინსტიტუტის – Pantone-ის ვერსიით, 2023 წლის ელფერი 18-1750 იყო, სახელწოდებით Viva Magenta.
რა გასაკვირია და, მიმდინარე წლის მაისში უკვე 2025 წლის ფერზეც გაკეთდა პროგნოზი:
2025 წლის ფერი უკვე ცნობილია – ნახეთ, როგორი ელფერისაა „მომავლის ბინდი“ (ვიდეო)
კომენტარები