სპორტი

კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე მტკივნეული მარცხი განიცადა „ინტერთან“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ტურის მე-14 მატჩში იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა საკუთარ მოედანზე.

ნეაპოლელებმა პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ელიფ ელმასისა და მატეო პოლიტანოს დარტყმები, სამწუხაროდ, გ9ოლით არ დასრულდა.

„ინტერმა“ ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეფექტური გოლი მილანელთა თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიური პრესინგით დაიწყო და მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. 58-ე წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მეკარე იან სომერმა იმარჯვა და „ინტერი“ გადაარჩინა.

სამაგიეროდ „ინტერმა“  62-ე წუთზე სტუმრებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელა და ნიკოლო ბარელამ ლამაზი გოლით მერეტის კარი აიღო. ანგარიში 0:2 გახდა, 85-ე წუთზე კი მარკუს ტურამმა კომფორტული უპირატესობა მესამე გოლით დააგვირგვინა.

14 ტურის შემდეგ „ნაპოლი,“ 24 ქულით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, „ინტერმა“ 35 ქულით „იუვენტუსს“ 2 ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა.

მომდევნო, მე-15 ტურის შეხვედრას „ნაპოლი“ სტუმრად, ტურინში“ გამართავს „იუვენტუსთან“ 8 დეკემბერს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მატჩს კი „ნაპოლი“ 13 დეკემბერს გამართავს „ბრაგასთან“ „სტადიო მარადონაზე“. მატჩი თბილისის დროით 00:00 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close