ვიდეოარტისტისაქართველო

„დეკემბერი დადგაო“ – სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად უხდება წლის ბოლოს სიახლის მოლოდინს (ვიდეო)

ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი მუ­დამ მოღიმა­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და ენერ­გი­უ­ლია. მისი სიმ­ღე­რე­ბიც მსმენელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. ალ­ბათ ამის მი­ზე­ზი ის სა­ო­ცა­რი გულ­წრფე­ლო­ბა და უშუ­ა­ლო­ბაა, მისი სიმღერებიდან რომ „მოედინება“.

ცნობილ ფრაზას თუ გამოვიყენებთ კინოფილმ „ქეთო და კოტედან“: „შენს სიმღერებს ხალხი მღერის“, ნატო!“

მიუხედავად არაჩვეულებრივი შემოქმედებისა და პოპულარობისა, მას მიაჩნია, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც დღეს გააჩნია, შვილებია და მათთან ერთად სცენაზე დგომა მის სიმღერებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს მა­ტებს.

დეკემბერი დადგა და „დეკემბერი დადგაო“ ნატო გელაშვილის, ჭოხოების და ამღერებული დარბაზის შესრულებით ყველაზე მეტად უხდება წლის ბოლოს სიახლის მოლოდინს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close