ვიდეოხელოვნებასაქართველო

ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი მონაწილეობს – ლეგენდარული მამა შოუს მსვლელობისას ჩაერთო (ვიდეო)

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი ნამდვილად ვარსკვლავური კონკურსანტებით წარდგა მაყურებელთა წინაშე. მეგაშოუს ერთ-ერთი მონაწილე იტალიელი მომღერალი ჯაზმინ კარიზია, რომელიც ლეგენდარული ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი აღმოჩნდა.

ჯაზმინი მუსიკას წერს და მღერის როგორც მარტო, ისე მამასთან ერთად, მოცეკვავის ამპლუაში კი პირველად გამოდის. მისი მეწყვილეა პროფესიონალი მოცეკვავე ირაკლი ძაძამია. მათ საპრეზენტაციო ტურში „ქუიქ სტეპი“ შეასრულეს.

ალ ბანოს თქმით, ერჩივნა, მის ქალიშვილს იურიდიული განათლება მიეღო, მან კი მუსიკა აირჩია, თუმცა ამ გზაზეც ჯაზმინის გვერდით იქნება..

მამის თანადგომა ჯაზმინს ნამდვილად სჭირდებოდა შოუში – პირველი ცეკვის შემდეგ, ჟიურის შეფასებების მოსმენისას იგი ცოტა შემცბარი და დაბნეული გამოიყურებოდა. ვიდეოჩართვით მამამ დამწყები მოცეკვავე შვილი გაამხნევა და როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ, რომ შემდეგ ტურში ლეგენდარული ალ ბანო ჯაზმინს დარბაზიდან უგულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ ალ ბანოს და რომინა პაუერს ოთხი შვილი ჰყავდათ. ვარსკვლავური წყვილი მას შემდეგ დაიშალა, რაც მათი ქალიშვილი უგზო-უკვლოდ გაქრა და დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია. რომინამ, რომელიც აშშ-ია დაბადებული, განშორებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, 2007 წელს არიზონაში შეიძინა სახლი და იტალიიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ალ ბანომ თავისზე 20 წლით უმცროს ტელეწამყვანთან, ლორედანა ლეჩიზოსთან იქორწინა, თუმცა ეს ქორწინებაც დაინგრა. მომღერალს ლეჩიზოსთან ორი შვილი ჰყავს, ალ ბანო უმცროსი და ჯაზმინი – სწორედ ის, რომელიც ახლა ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close