საქართველოსპორტი

6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი საფრანგეთიდან – ქართველი კარატისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

15-19 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ანტიბში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს კარატისტთა გუნდი 25 სპორტსმენის შემადგენლობით. ევროპის პირველობაზე ქართველმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს და 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატზე გუნდური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ ლუკა ხვედელიანი, ტატო სამხარაძე, ჭაბუკა მახარაძე და ავთო გიუნაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა იტალიის, რუმინეთის, დანიისა და ინგლისის ნაკრებები დაამარცხა და გუნდური I ადგილი დაიკავა.

კუმიტეში გუნდური პირველობის გარდა, ოქროს მედალი აიღო ტატო სამხარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, ვერცხლის მედალი – ტატო სამხარაძემ ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ხოლო ჭაბუკა მახარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა უფროსებს შორის კატას დისციპლინაში.

ევროპის ჩემპიონატზე გოგონებიდან ოქროს მედალი მოიპოვა (U11) ინდივიდუალურ კუმიტეში თამარ ცინცაძემ. ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს ლუკა შანთაძემ და დავით გულოიანმა (U17) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთ ოქროს მედალს კუმიტეში ვეტერანებს შორის ორთაბრძოლაში ირაკლი ღონღაძე დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მერაბ ლომაძემ კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში, დავით გულოიანმა კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში,  მათე ძიგანაძემ (U17, -55კგ), იოანე ჭუმბაძემ (U9, -40კგ) და თეონა აბრამიშვილმა (U11, -35კგ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close