საზოგადოებასაქართველო

„ახალი ბანა არ არის ხაშურის, სურამის პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი“ – მეუფე სვიმეონი (ვიდეო)

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ხაშურში, ზემო სერში იმყოფებოდა, სადაც საუკუნის პროექტის, ახალი ბანას კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომპლექსის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო და არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. ხაშურისა და სურამის ეპარქიის ეპისკოპოსი სვიმეონი ახალი ბანას პროექტს პირადად ხელმძღვანელობს.

„ჩვენ მივყვებით ღვთის ნებას და ვაშენებთ ამ დიდებულ ტაძარს და ტაძართან ერთად – საგანმანათლებლო, კულტურულ ქართულ ქალაქს.

ეს ის პროექტია, სადაც „მე“ აქ არ არსებობს. აქ არის „ჩვენ“, რადგანაც ბანა გვაერთიანებს და მართლაც, ეს არ არის ხაშურის, სურამის პროექტი. ეს არის ერთიანი საქართველოს პროექტი“, – განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

ახალი ბანას მშენებლობა შემოწირულებებით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულები არიან ემიგრანტებიც. მეუფე სვიმეონი დარწმუნებულია, რომ ახალი ბანას ისტორიის დაწერაში თითოეული ქართველი მიიღებს მონაწილეობას.

რა ეტაპზეა საუკუნის პროექტის მშენებლობა, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

შეგახსენებთ, რომ ბანა (თურქ. Penek Kilisesi) – ძელი ჭეშმარიტის (ანუ ძელი ცხოვლის, იგივე წმ. ჯვრის) სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში – ტაოში მდებარეობს, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ერზურუმის პროვინციაში, შენქაიას რაიონის (Şenkaya ilçe) სოფელ პენეკში. ქართული საეკლესიო არქიტექტურის ეს ერთ-ერთი გამორჩეული და ადრეული ძეგლი, ბანის დიდი საკათედრო ტაძარი აგებულია VII საუკუნის შუა წლებში ხუროთმოძღვარ კვირიკე ბანელის მიერ. ქართველთა მეფის ადარნასე II-ის დროს (881923) აქ დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა.

ბანა, ტაო-კლარჯეთი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close