პოლიტიკასაზოგადოება

ყველაზე დიდ უბედურებად მიმაჩნია ის, როცა ადამიანი კარგავს უნარს, რაც სასიხარულოა, იმით გაიხაროს – რისმაგ გორდეზიანი

აკადემიკოსი, ევროპული ცივილიზაციის დიდი მკვლევარი რისმაგ გორდეზიანი ქვეყნისთვის სასიხარულო მოვლენას – ევროკომისიისგან რეკომენდაციის მიღებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო სტატუსის მიღებაზე ასე ეხმაურება:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, რადგან, ფაქტობრივად, დღევანდელ დღეს განხორციელება დაიწყო იმან, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა ჩვენი ერი, ქართველობა; რის გამოც, ასე ვთქვათ, არაერთი ქართველი მოღვაწე მიდიოდა ევროპაში და ცდილობდა, რომ რაღაცნაირად დაემყარებინა ის კავშირები, რაც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის ევროპაში“.

კითხვაზე: მაინც, ვის მიენიჭება სტატუსი – მხოლოდ ერს (როგორც ამბობენ), თუ ხელისუფლების წვლილიც შეიძლება ამაში დავინახოთ?  – რისმაგ გორდეზიანი ცალსახად გვპასუხობს: „მე, პირადად, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ასეთი დაყოფა – ვის რა მიეკუთვნება და ვის რა მიენიჭა, ეს არის ცოტა დეგენერატობა, მე მგონია. იმიტომ, რომ ქვეყანას წარმოადგენს თავისი ხელისუფლება და როცა ასეთი რაღაცები წყდება, საუბრები მიმდინარეობს ხელისუფლებასთან, თუმცა თვლიან იმასაც, რომ ხელისუფლება ასრულებს ხალხის დავალებას. მაგალითად, ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ვერაფრით ვეღარ გადადგამდა ნაბიჯს, რომ სცოდნოდა, რომ, ვთქვათ, ხალხი, საზოგადოების 90 პროცენტი არის წინააღმდეგი ევროპული ინტეგრაციისა. მე, პირადად, ასე ვფიქრობ, რომ ხალხი აძლევს ამ დავალებას ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება ნახულობს შემდეგ გზებს, როგორ მოახდინოს რეალიზება ხალხის ამ დავალებისა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის რიტორიკას აგრძელებს, რომ „ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ხელისუფლებას“, – ეს ფრაზა რისმაგ გორდეზიანსაც სოციალურ ქსელში წაუკითხავს და ამ საკითხზე თავის პოზიციას ასე განმარტავს:

„მართალი გითხრათ, ასეთი ალოგიკური კომენტარი მე იშვიათად მინახავს. შეიძლება ალოგიკური აზრების სახელმძღვანელოშიც კი შევიტანოთ ეს ფრაზა. როგორ შეიძლება ასეთი სისულელის თქმა, რომ ხალხმა მოუგო პირველი რაუნდი ხელისუფლებას. ესე იგი, რა გამოდის, რომ ხალხმა მშვენივრად იცის, რომ აქვს კრივი ხელისუფლებასთან და ამით ხდება ბედნიერი რომელიმე პარტია?! ეს კომენტარი ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელი იყო, რადგან ჩვენი პოლიტიკოსები თუ ამ დონეზე აზროვნებენ და თუ ამ დონის ლოგიკა აქვთ, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე“.

იგი შეფასებისას უფრო შორს მიდის და აღნიშნავს: „მთელი უბედურება ის არის, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაკარგეს ქვეყნის წარმატებით სიხარულის გრძნობა, რომ აი, ქვეყანამ მიიღო რაღაც, რაც სასიხარულოა. მე დარწმუნებული ვარ, რომ, მაგალითად,  დღეს რომ მოხდეს ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და აღდგეს ქვეყნის მთლიანობა, სიხარული არ ექნება ამ ხალხს, პირიქით –  ეწყინებათ, გარკვეულწილად, ან რაღაცას მონახავენ ისეთს, რომ თავის თავზე მიიწერონ ეს. ყველაზე დიდ უბედურებად მიმაჩნია ის, როცა ადამიანი კარგავს უნარს – რაც სასიხარულოა, იმით გაიხაროს“.

xnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close