ვიდეოხელოვნებასაქართველო

პირველად საქართველოს ისტორიაში! – „გრემის“ ნომინანტთა შორის თბილისის სიმფონიური ორკესტრია ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით (ვიდეო)

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ 2024 წლის „გრემის“ ნომინანტები გამოაცხადა. მუსიკალურ სამყაროში ამ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტთა შორის ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრიცაა ნომინაციაში Best Latin Jazz Album – ივან ლინსის ალბომით My Heart Speaks. 

ამ სასიხარულო ამბავს „ისთერნ პრომოუშენის“ დამფუძნებელი  კახა კანდელაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სულ ახალი უმაგრესი ამბები ამერიკიდან!!!

დღეს, რამდენიმე საათის წინ დაიდო გრემის ნომინაციების სია და მაესტრო ვატო კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრი ნომინაციაშია!!!

პირველად საქართველოს ისტორიაში!!!

გილოცავ, Djansug Kakhidze International Music Festival, Teka akhidze, Catherine Mayer… სასწაული ამბავია!!! ეს ალბომი მოისმინეთ, მართლა“, – წერს კახა კანდელაკი.

„გრემი“ – ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა 1958 წელს დაარსდა. ის თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური სამყაროსთვის კინემატოგრაფიული ჯილდოს – „ოსკარის“  ტოლფასია.

„გრემის“ დაჯილდოება 2024 წლის 4 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

მოუსმინეთ ალბომში My Heart Speaks შესულ კომპოზიციებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close