გალერეა Fe room – ქეთი მელქაძის ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია ენგურჰესზე (ვიდეო)
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტულ სივრცეს კიდევ ერთი სიახლე შეემატა – გალერეა Fe room, სადაც წარმოდგენილია ქეთი მელქაძის ნამუშევრების მუდმივი გამოფენა.
სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ლითონის ბადის ქანდაკებები და, ასევე, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასში, რომლის დროსაც ქეთი მელქაძე მათ რკინის ბადეზე მუშაობის საკუთარ მეთოდს აცნობს. იგი ნამუშევრებს სამშენებლო რკინის ბადით, მავთულით, ზეთის საღებავებითა და ცარცით ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს ნიჭი საკუთარ თავში მან 50 წლის ასაკში აღმოაჩინა.
ბოლო წლებში ქეთი მელქაძის ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წელს გამოიცა კატალოგი, რომელშიც ხელოვანის საუკეთესო ნამუშევრები შევიდა. მათი ნაწილი კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.
ქეთი მელქაძე მუდმივად აწყობს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს.
კომენტარები