ტექნოლოგიებიnewsსაქართველო

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია – ილონ მასკი

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში (ადრე ცნობილი, როგორც ტვიტერი) მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.

სტარლინკის ხელმისაწვდომობის რუკაზე ჩანს, რომ სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის ტარლინკს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.

„სტარლინკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

სტარლინკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტდაფარვის არმქონე დასახლებებშისტარლინკის“ დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ მუშაობს სტარლინკი?

Starlink-ი თანამგზავრების ჯგუფია, რომელიც ფართოზოლიან ინტერნეტს უზრუნველყოფს. ის დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრთა უზარმაზარი სისტემის მოსაწყობად SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ს იყენებს. თანამგზავრები ერთმანეთს უერთდებიან და ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფენ. SpaceX-ის მიზანია, მაღალი სიჩქარის, დაბალი შეყოვნების ფართოზოლიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს პლანეტის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ინტერნეტი, ტრადიციულად, არ არის, მათ შორის, სასოფლო ზონებში.

მომხმარებელი თანამგზავრებს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით უკავშირდება. ამ თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც ცისკენ ღია ხედია. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია მიმღების ანტენაზე ან სახურავზე დაყენება. აღჭურვილობისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილმდებარეობას თავად Starlink-ის აპლიკაცია შემოგთავაზებთ, რომელიც Android-სა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close