ვიდეოსპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის საბოლოო სიაში მე-17 ადგილზეა (ვიდეო)

ფრანგული გამოცემა France football-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა, მას ერთი პოზიციით უსწრებს მადრიდის „რეალის“ ფრანგი ვარსკვლავი ქარიმ ბენზემა, რომელიც მე-16 პოზიციაზეა. 

ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გაუსწრო ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ინგლისელები – ჯუდ ბელინგემი (მე-18 პოზიცია) და ჰარი კეინი (მე-19), ასევე ლაუტარო მარტინესი (მე-21), რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

22-ე პოზიციაზეა ხვიჩას ყოფილი თანაგუნდელი კიმ მინ ჯაე, რომელიც „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2022-2023 წწ. სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა, ამჟამად კი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავს.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება პარიზში იმართება, პრეტენდენტთა შორის იყო ვიქტორ ოსიმენი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close