სამზარეულორჩევები

როგორ დავამწნილოთ მკვახე პომიდორი სულ რაღაც ერთ დღეში

პომიდორი ცოცხლადაც სასარგებლოა, თერმულად დამუშავებულიც და დამარინადებულიც. მწვანე პომიდვრის მწნილი მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

მწვანე პომიდორი დაბალკალორიულია, თუმცა ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა B და K ჯგუფის ვიტამინები, შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ასევე, მდიდარია რკინით.

  •  მწვანე პომიდვრის გამოყენება აფერხებს ნაადრევ დაბერებას, იცავს იმუნურ სისტემას.
  •  მწვანე პომიდორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის.
  •  მწვანე პომიდორი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე და ხელს უწყობს ორგანოებში არასასურველი ცვლილებების თავიდან აცილებას.

გთავაზობთ მკვახე პომიდვრის დამწნილების მეთოდს, რომლის წყალობითაც პომიდვრის მწნილი შეგიძლიათ ჩადებიდან ერთ დღეში  უკვე მიირთვათ ან ზამთრისთვის შეინახოთ გასტერილებულ, ჰერმეტულად დახურულ ქილებში.

საჭირო პროდუქტი:

  • მკვახე პომიდორი – 1 კგ
  • კამა ან ოხრახუში (ან ორივე თანაბარი რაოდენობით) –  1 კონა
  •  მარილი – 1 ს/კ
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 1  ცალი
  • ძმარი 9% – 50  მლ
  •  შაქარი – 2  ს/კ
  • ნიორი –  ერთი თავი

მომზადების წესი

გამდინარე წყალში გარეცხეთ პომიდორი, გაჭერით შუაზე, მოაჭერით ყუნწი და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.

გასუფთავებული ნივრის კბილები წვრილად  დაჭერით.

გარეცხეთ ტკბილი წიწაკა, მოაცალეთ ყუნწი და თესლები და ჩხირებივით დაჭერით.

მწვანილი გარეცხეთ  და წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ რეჰანიც გამოიყენოთ, თუ გიყვართ.

ყველანაირი ბოსტნეული მომზადების შემდეგ ღრმა ჯამში მოათავსეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ძმარი. აურიეთ დიდი კოვზით.

ბოსტნეულს დააფარეთ თავსახური და დადგით ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღით.

ამ ხნის განმავლობაში პომიდორი კარგად დამარინადდება. შეგიძლიათ მიირთვათ ან ზამთრისთვის შეინახოთ გასტერილებულ, ჰერმეტულად დახურულ ქილებში.

გახსოვდეთ, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები მწვანე პომიდვრის გამოყენებისას. პომიდორი არ არის რეკომენდებული თირკმლის პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ალერგიული რეაქციები უვითარდება.

ნანა ძნელაძე

მსგავს თემაზე: მწვანე პომიდვრის უგემრიელესი კერძის რეცეპტი შორეული ალაბამიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close